სამგურალი კარპატთან დამარცხდა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი
დინამო ბთ
წინა მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა1
სამგურალი1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალი კარპატთან დამარცხდა
  • სამგურალი კარპართან დამარცხდა

    ,,კარპატი“ უკრაინა – ,,სამგურალი“ წყალტუბო 2:0

    14.02. ბელეკი. ამხანაგური მატჩი

    1:0 ჩაჩუა (25), 2:0 შვედი (45)

    კარპატი :(ძირითადი შემადგენლობა) პოტკოვა, ნესტეროვი, ლობაი, ფედეცკი, გუცულიაკი, კლოცი, ჩაჩუა, დი ფრანკო, მიაკუშკო, შვედი, აკულინინი
    სამგურალი: ნუცუბიძე, ბანძელაძე, ნერგაძე, ბიბილაშვილი, ხელაძე, ბრეგვაძე, გოგიჩაიშვილი, ჯანელიძე, გოგუაძე, საღრიშვილი, ჩხეტიანი
    მეორე ტაიმში შევიდნენ: კაკუშაძე, კილაძე, ლაღაძე, ხარაბაძე, ღონღაძე, მანაგაძე, ენდელაძე, ჩავჩიძე

    თურეთის ქალაქ სიდეში მყოფმა წყალტუბოს ,,სამგურალმა“ მეზობელ კურორტ ბელეკში მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. წყალტუბოელთა მეტოქე უკრაინული პრემიერლიგის ბინადარი ლვოვის ,,კარპატი“ იყო, რომელიც ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის და მეორე ეტაპისთვის მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ლვოველებმა ,,სამგურალის“ წინააღმდეგ საბრძოლო შემადგენლობით ითამაშეს. გია გიგატაძის გუნდს კი ჯანმრთელობის პრობლემების გამო წამყვანი ნახევარმცველი ნიკა შალამბერიძე გამოაკლდა.

    შეხვედრა წყალტუბოელების აქტიურობით დაიწყო, პირველივე წუთზე გაბრიელ საღრიშვილი უკრაინელ მცველებს გაექცა და საჯარიმოში შეიჭრა, სადაც წესების დარღვევით შეაჩერეს, მაგრამ არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა და პენალტი არ დანიშნა. თანაბარი საწყისი წუთების შემდეგ, უპირატესობა უკრაინელთა მხარეს გადავიდა, მათ მეტი სისწრაფის ხარჯზე შეძლეს მატჩის სადავეების ხელში ჩაგდება და ,,სამგურალის“ კართან სახიფათო მომენტების შექმნა. მეკარე ალექსანდრე ნუცუბიძემ ორჯერ ძალიან რთული ბურთი მოიგერია. განსაკუთრებული აქტიურობით ლვოველთა შემტევი ტრიო ჩაჩუა, შვედი და მიაკუშკო გამოირჩეოდნენ. სწორედ მათი აქტიურობის შედეგად გავიდა ,,სამგურალის“ კარში პირველი გოლი. მოედნის ცენტრიდან ალექსანდრე გუცულიაკის წამოწყებული კომბინაცის შემდეგ გადაცემა ამბროსი ჩაჩუას მისამართით გაკეთდა, ქართული წარმოშობის უკრაინელმა ბურთი დაამუშავა და მიუხედავად იმისა, რომ მცველი ხელს უშლიდა, კარში იდეალურად დაარტყა და ,,კარპატი“ წინ გაიყვანა. ორი წუთის შემდეგ წყალტუბოელთა კარში სახიფათოდ ურტყამდა მიაკუშკო, მაგრამ ნუცუბიძემ ეფექტური სეივით შეძლო ბურთის მოგერიება. ტაიმის ბოლოს ნუცუბიძემ ფრანსისკო დი ფრანკოს სახიფათო დარტყმაც უკუაგდო, მაგრამ 45–ე წუთზე შვედის მიერ ცაციათი გასროლილ ბურთს წყალტუბოლეთა მეკარემ ვერაფერი მოუხერხა და უკრაინელებმა ულამაზესი გოლით, ანგარიში მათთვის კიდევ უფრო კომფორტული გახადეს–2:0

    მეორე ტაიმში ორივე გუნდში არაერთი ცვლილება განხორციელდა. სხვათა შორის, უკრაინელთა რიგებში მინდორზე ტანმაღალი ქართველი მცველი ნიკა სანდოხაძე გამოჩნდა. ლვოველებმა კოლუმბიელი ლეგიონერებიც გამოსცადეს საქმეში. შეხვედრა კვლავ საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. წყალტუბოელები ბოლომდე იბრძოდნენ და გოლის გატანასთან ახლოს იყვნენ, შეცვლაზე შემოსულმა მამუკა ღონღაძემ ივან ლობაი სტატისტის როლში დატოვა და რომ არა უკრაინელი მცველის უხეში თამაში, მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, ლობაიმ ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი დაიმსახურა. ღონღაძე ამ ეპიზოდის შემდეგ შესაცვლელი გახდა, წყალტუბოელებმა კი ხელსაყრელი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენეს. გუნდები ამის შემდეგაც ,,არაამხანაგურად“ თამაშობდნენ, მოედანზე ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობდა, თუმცა სახიფათო მომენტები იშვიათად იქმნებოდა, ყველაზე გამორჩეული ლვოველთა კოლუმბიელი ახალწვეულის ჯონათან ბედოიას დარტყმა იყო, რომელიც ნუცუბიძემ მოიგერია. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

    მომდევნო ამხანაგურ მატჩს ,,სამგურალი“ 17 თებერვალს დანიურ ,,ფრედერისიასთან“ გამართავს.скачать dle 11.3