,,კარპატთან“ მატჩში დიდ გამოცდილებას მივიღებთ » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
29 აგვისტო, 20:00
სამგურალი
იბერია 1999
წინა მატჩი
24 აგვისტო, 20:00
გაგრა2
სამგურალი0
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,კარპატთან“ მატჩში დიდ გამოცდილებას მივიღებთ
  • გია გიგატაძე: ,,კარპატთან“ დიდ გამოცდილებას მივიღებთ

    თურქულ შეკრებაზე მყოფი ,,სამგურალი“ დღეს მეორე ამხანაგურ მატჩს გამართავს. წყალტუბოელები უკრაინული პრემიერლიგის ,,კარპატს“ დაუპირისპირდებიან. უკრაინელების თხოვნით მატჩის დაწყების დრომ 2 საათით გადმოიწია და ადრე დაანონსებული 18 საათის ნაცვლად თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.
    ლვოველებთთან დღევანდელი მატჩის წინ კომენტარი ,,სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა გია გიგატაძემ გააკეთა: ,,კარპატი“ ძლიერი გუნდია, 22 დღეა ბელეკში შეკრებაზე იმყოფება, უკრაინელებმა თურქეთში უკვე 5 ამხანაგური შეხვედრა გამართეს და და კარგად მომზადებული არიან. თურქეთში მათ ორი კოლუმბიელი ლეგიონერი შეუერთდათ. ერთი სიტყვით, ძლიერი გუნდია და ლვოველებთან მატჩი ჩვენი ფეხბურთელებისთვის დიდი გამოცდილების მომტანი იქნება. კარგია, რომ ასეთი დონის გუნდებთან გვიწევს დაპირისპირება, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ჩემპიონატისთვის კარგად მოვემზადოთ.“скачать dle 11.3