სამგურალი
სამგურალი • SAMGURALI საფეხბურთო კლუბი / FOOTBALL CLUB
ეროვნული ლიგა
ა კლუბი თ ± ქ
1. დინამო ბთ დინამო ბთ 27 10 47
2. რუსთავი რუსთავი 26 11 46
3. დინამო თბ დინამო თბ 26 14 45
4. იბერია 1999 იბერია 1999 25 7 43
5. დილა დილა 26 5 37
6. ტორპედო ტორპედო 27 9 36
7. სამგურალი სამგურალი 27 -14 32
8. გაგრა გაგრა 27 -12 29
9. სპაერი სპაერი 26 -6 25
10. მეშახტე მეშახტე 27 -24 17

მარცხი ჩემპიონთან

28-01-2018, 12:00
მარცხი ჩემპიონთან
მარცხი ჩემპიონთან

წყალტუბოს ,,სამგურალს" ქვეყნის ჩემპიონთან ამხანაგური შეხვედრის გამართვა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოუხდა. ტორპედოელები ,,მარტვილის" მერანთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდებს შორის შეთანხმება ჩაიშალა. ქუთაისელებმა სპარინგ მატჩის გამართვა ,,სამგურალს" შესთავაზეს, წყალტუბოელებს ვარჯიში უკვე დასრულებული ჰქონდათ, როდესაც ამხანაგურის თაობაზე ,,ტორპედოს" წინადედაბა მიიღეს, ალბათ, მეტოქის გაცილებით მაღალ კლასთან ერთად, ესეც იყო დიდი ანგარიშით მარცხის მიზეზი. მოსამზადებელი პერიოდი ახალი დაწყებულია და ამხანაგური შეხვედრები კარგი საშუალებაა შეცდომების გასაანალიზებლად და გუნდის შესათამაშებლად.
შეხვედრა ,,ტორპედოს" სრული უპირატესობით წარიმართა, მასპინძლები მატჩის დებიუტშივე ეფექტური გოლით დააწინაურა ახალწვეულა თედო წიქარიძემ, ცოტა ხანში მერაბ გიგაურმა ორამდე გაზარდა ანგარიში, წყალტუბოელებმა ბაქარ ლაღაძის გოლით ანგარიში შეამცირეს, მაგრამ წიქარიძემ პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა და ქუთაისელები შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმში გუნდებმა თითქმის ყველა ფეხბურთელი შეცვალეს. ,,ტორპედომ" კიდევ ორჯერ გაიტანა და დიდი ანგარიშით მოიგო.

,,ტორპედო" ქუთაისი – ,,სამგურალი" წყალტუბო 5:1
ამხანაგური შეხვედრა

გოლები: 1:0 წიქარიძე(3), 2:0 გიგაური (16), 2:1ლაღაძე (18),3:1 წიქარიძე (38), 4:1 კაპანაძე (49), 5:1 მეგრელაძე (60)

ტორპედო: კვასხვაძე, კორობკა, ქიმაძე,გიგაური, ხურცილავა, მამასახლისი, ტუღუში, კუხიანიძე,დოლიძე, წიქარიძე, ბოხაშვილი

მეორე ტაიმი: ქვილითაია, მამასახლისი, გურული, ტაბატაძე, ტუღუში, ჩერჩესოვი, წიქარიძე,ფურცხვანიძე, კუტალია, სარდალიშვილი, კაპანაძე, მეგრელაძე

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

სამგურალი: ნონოსი, ბანძელაძე, ბიბილაშვილი, კილაძე, ხელაძე, გოგიჩაიშვილი, გოგუაძე, ბრეგვაძე, საღრიშვილი, ლაღაძე, ჩხეტიანი

მეორე ტაიმი: ნუცუბიძე, კაკუშაძე, ნერგაძე, ენდელაძე, შალიკაშვილი, ხარაბაძე (გოგიჩაიშვილი),ზ.ფანცხავა, ჯანელიძე, ჩავჩიძე, ჩიხლაძე, ღონღაძე

მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე

არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილიскачать dle 11.3