წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
10 მაისი, 20:00
კოლხეთი
სამგურალი
წინა მატჩი
1 მაისი, 16:00
სამგურალი0
დინამო ბთ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო
    დღეს, ,,სამგურალი" წყალტუბოში შეიკრიბა და 26 მაისის სახელობის სტადიონზე პირველი ვარჯიში გამართა.
    გუნდთან ერთად ივარჯიშა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდმა გაბრიელ საღრიშვილმა, რომელიც ,,სამგურალში” ქუთაისის ,,ტორპედოდან“ გადმოვიდა.
    ერთწლიანი პაუზის შემდეგ ჩვენი გუნდის რიგებს დაუბრუნდა 32 წლის ფორვარდი მამუკა ღონღაძე, რომელიც გარდამავალ ჩემპიონატში (2016 წელს) 8 გატანილი გოლით ,,სამგურალის“ ბომბარდირი იყო, გასული სეზონი კი ჯერ ტყიბულის ,,მეშახტეში“, შემდეგ კი ბორჯომის ,,ბორჯომში“ გაატარა.
    თითქმის ოთხთვიანი უქმობის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა ცენტრალური ნახევარმცველი ცოტნე ხარაბაძე, რომელმაც ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა და დღეს თანაგუნდელებთან ერთად სრულფასოვნად ივარჯიშა.
    დღევანდელ საწვრთნელო პროცესში მონაწილეობა შემდეგმა ფეხბურთელები მონაწილეობდნენ: ალექსანდრე ნუცუბიძე, უშანგი ბანძელაძე, ზურაბ ენდელაძე, ივანე კილაძე, ჯემალ კილაძე, გიორგი ნერგაძე, თორნიკე კაკუშაძე, ბექა ბიბილაშვილი, ცოტნე ხარაბაძე, გოგი გოგიჩაიშვილი, ნიკა შალამბერიძე, ზაურ გოგუაძე, ბაქარ ლაღაძე, თენგიზ ბრეგვაძე, ზურაბ ფანცხავა, აკო ნაცვლიშვილი, მამუკა ღონღაძე, გაბრიელ საღრიშვილი და ლაშა ჩიხლაძე. ჩვენი გუნდის ბომბარდირმა გაგა ჩხეტიანმა წლის პირველ ვარჯიშში ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ ვერ მიიღო მონაწილეობა. საწვრთნელო პროცესში გია გიგატაძეს ასისტენტები ბესიკ ხაჭიპერაძე, ზვიად ქუთათელაძე და მეკარეების მწვრთნელი ოთარ ბობოხიძე ეხმარებოდნენ.

    ვარჯიშის დასრულების შემდეგ ,,სამგურალის“ თავკაცი გუნდში არსებულ ვითრებაზე გვესაუბრა.
    ,,სანამ კონტრაქტები არ გაფორმდება, საუბარი ცოტა რთულია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ. ორი ფეხბურთელი დავიმატეთ, თუმცა ჯერ–ჯერობით გუნდი ბოლომდე არ არის დაკომპლექტებული. რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მათგან პასუხს ველოდებით. გვაქვს მეკარის პრობლემა, სხვა პოზიციებზეც გვჭირდება გაძლიერება. აქცენტს კვლავ ახალგაზრდებზე გავაკეთებთ, მაგრამ თუ პირობებზე შევთანმხდებით, რა თქმა უნდა, გამოცდილ ფეხბურთელებზეც არ ვიტყვით უარს. რაც შეეხებათ წამსვლელებს, როგორც იცით გუნდი დავით ციცხვაიამ, თორნიკე ჯიმშელეიშვილმა, დავით კუპატაძემ, იორამ კუჭუკიძემ და დემურ ჩიხლაძემ დატოვეს.“ –აღნიშნა გია გიგატაძემ
    წყალტუბოს ,,სამგურალი“ არსებობის მანძილზე პირველად გეგმავს უცხოურ შეკრებაზე წასვლას. თითქმის გადაწყვეტილია, რომ გია გიგატაძის გუნდი თებერვლის დასაწყისში 12 დღიან შეკრებას ანტალიაში, საკურორტო ქალაქ სიდეში გაივლის, სადაც რუსეთის, უკრაინისა და პოლონეთის პირველი ლიგის გუნდებთან ამხანაგურ შეხვედრებსაც გამართავს.
    გია გიგატაძე: ,,ჩემპიონატისთვის მზადების პირველ ეტაპს წყალტუბოში გავივლით, თებერვლის დასაწყისში კი დაგეგმილი გვაქვს 12 დღიანი შეკრება ანტალიაში, სადაც 4 ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ. ბოლო 10 დღე კი კვლავ წყალტუბოში მოვემზადებით. თურქეთში წასვლამდეც ვგეგმავთ საკონტროლო მატჩების ჩატარებას, თამაშების დღეები არჩეული გვაქვს და შეთანხმება მიდის მარტვილის ,,მერანთან“ , ბათუმის ,,დინამოსთან“ და ქობულეთის ,,შუქურასთან“. გვინდა, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე არსებული დრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ და ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ“.
    წყალტუბოელებისთვის ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული თემა სტადიონია, გულშემატკივრებს აინტერესებთ როდის დაიწყება მოედნის საფარის გაკეთება და ტრიბუნების დამონტაჟება, სტადიონზე სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ არის გარკვეული ძვრები, რის შესახებაც უახლოეს დღეებში დეტალურად ვისაუბრებთ.
    скачать dle 11.3