მოგება ბოლნისში და მეოთხე ადგილი » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მოგება ბოლნისში და მეოთხე ადგილი
  • ,,სამგურალმა“ ,,სიონი“ დაამარცხა და ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა

    წყალტუბოს ,,სამგურალმა“ დღეს ბოლნისში ეროვნული ლიგა 2–ის ბოლო ტურის მატჩი გამართა და ადგილობრივი ,,სიონი“ 2:1 დაამარცხა. მიუხედავად იმისა სატურნირო თვალსაზრისით არაფერს წყვეტდა, შეხვედრა ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. თავიდან ბოლნისელები ფლობდნენ უპირატსობას. მათი ლიდერი ჯაბა დვალი რამდენჯერმე დაემუქრა იორამ კუჭუხიძის კარს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში არ გაუმართა. ტაიმის ბოლოს წყალტუბოელები შეტევაში მეტად გააქტიურდნენ და 42–ე წუთზე ლამაზი გოლით დაწინაურდნენ. ბანძელაძემ მარჯვენა ფლანგიდან კარგად ჩაუწოდა ზაურ გოგუაძეს, რომელმაც მეკარეს და მცველებს დაასწრო და ეფექტური თავურით ,,სამგურალი“ წინ გაიყვანა –0:1 71–ე წუთზე გიორგი მიქაბერიძემ შორეული დარტყმით მეკარისგან ახლო კუთხეში გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. თუმცა, მასპინძელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, გოგუაძის წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა დემურ ჩიხლაძემ შესანიშნავად შეასრულა და წყალტუბოელები კვლავ წინ გაიყვანა 2:1. მისი გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა ,,,სამგურალმა“ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა. ,,სიონთან“ მოგებამ წყალტუბოელები სატურნირო ცხრილშიც წინ წასწია და ,,სამგურალმა“ ჩემპიონატი მე–4 ადგილზე დაასრულა.

    ,,სიონი“ ბოლნისი–,,სამგურალი“ წყალტუბო 1:2
    25.11.ბოლნისი. ,,თამაზ სტეფანია“

    გოლები: 0:1 გოგუაძე (42), 1:1 გიორგი მიქაბერიძე (71), 1:2 დემურ ჩიხლაძე (77)

    სიონი: თორნიკე ორთოიძე, გულვერდ თომაშვილი (24.ანდრო ნემსაძე), ალექსანდრე კოშკაძე (46.აკაკი ყურაშვილი), ლაშა მანაგაძე, ჯაბა დვალი C, ლაშა ჯაფარიძე, ვაჟა ქიქავა, გიორგი მიქაბერიძე, გიორგი ჭეიშვილი, ზურაბ თევზაძე, ზვიად სიხარულია (77.ივანე ხაბელაშვილი)
    სათადარიგოები: არჩილ მაქაცარია, გიორგი გურეშიძე, გოჩა კვარაცხელია
    მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

    სამგურალი: . იორამ კუჭუხიძე (90+2. ალექსანდრე ნუცუბიძე) გიორგი ნერგაძე C, გოგი გოგიჩაიშვილი (46.ლევან ლიპარტელიანი), ალეკო ფანცხავა (46 ბექა ბიბილაშვილი), უშანგი ბანძელაძე, დემურ ჩიხლაძე, ზაურ გოგუაძე, თორნიკე ჯიმშელეიშვილი, გაგა ჩხეტიანი, ზურაბ ფანცხავა, ივანე კილაძე
    სათადარიგო: დავით ციცხვაია
    მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე

    გაფრთხილება: ზურაბ თევზაძე (40), ალეკო ფანცხავა (40), თორნიკე ჯიმშელეიშვილი (53), გიორგი ჭეიშვილი (63)
    მსაჯი: ბ.გლუშჩუკიскачать dle 11.3