მარცხი ლიდერთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მარცხი ლიდერთან
  • მარცხი ლიდერთან

    ეროვნული ლიგა 2–ის 26–ე ტურში წყალტუბოს ,,სამგურალი“ სტუმრად მარტვილის ,,მერანთან“ 1:4 დამარცხდა. პირველი ტაიმი უმეტესად თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და ასეთ ანგარიშს არაფერი მოასწავებდა. ეგ კი არა, წყალტუბოელებს მატჩის დებიუტში ორჯერ მიეცათ ანგარიშის გახსნის შანსი, პირველად მარტვილელთა მეკარემ გოგი კულუამ იხსნა მასპინძლები. როცა ზაურ გოგუაძის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია, ორიოდე წუტსი კი ბექა ბანძელაძეს ჰქონდა გატანის შესაძლებლობა, მაგრამ მის დარტყმულ ბურთს მცველი გადაეღობა. ამის შემდეგ მიხეილ მახვილაძის გუნდის უპირატესობა გამოიკვეთა, თუმცა ,,სამგურალიც“ არ იყო უქმად, ძალზედ სახიფათოდ ურტყამდა გოგი გოგიჩაიშვილი – ბურთი მცირე მანძილით ასცდა მიზანს. 37–ე წუთზე სერგეი ტრეტიაკმა საჯარიმოს გარედან შესაშური სიზუსტუთ დაარტყა და მასპინძლები დააწინაურა–1:0
    მატჩის მეორე ნახევარი მარტვილელების შეტევებით დაიწყო და მასპინძლებმა სხვაობა მალევე გაზარდეს. 52–ე წუთზე ვანო კურდღელაშვილმა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ლამაზი გოლით ანგარიში–2:0 გახადა, თუმცა იქამდე ,,მერანის“ შემტევმა ბურთის დამუშავებისას ხელიც დაიხმარა, რამ მატჩის არბიტრმა დარღვევად არ მიიჩნია. ,,სამგურალი“ მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადა და თამაში ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა. ორჯერ დავით ციცხვაია დაემუქრა მასპინძელთა კარს, მაგრამ უშედეგოდ. ძალიან სახიფათო იყო ბექა ბიბილაშვილის თავური დარტყმაც, თუმცა ბურთი ხარიხას მცირედით ასცდა. მარტვილელთაგან ყველაზე მეტად ,,სამგურალს“ ვანო კურდღელაშვილი აწუხებდა მისი დარტყმა ჯერ იორამ კუჭუხიძემ მოიგერია, შემდეგ კი კურდღელაშვილმა ხარიხაც შეაზანზარა. კარგად ჩაერთო თამაშში ვაჟა ლომაშვილი, რომელმაც 78–ე წუთზე ტექნიკის დემონსტრირება მოახდინა და რაფაელ ჩუკურას შესანიშნავი გადაცემაც გაუკეთა, რომელიც მასპინძელთა ლეგიონერმა გოლით დააგვირგვინა –3:0
    89–ე წუთზე შეცვლაზე შესულმა დემურ ჩიხლაძემ ანგარიში შეამცირა, მაგრამ ორიოდე წუთში, წყალტუბოელებს მასპინძლების კონტრშეტევა გამოეპარათ და ირაკლი რუხაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1
    ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ ,,სამგურალი“ სატურნირო ცხრლში ერთი პოზიციით დაქვეითდა. 26 ტურის შემდეგ წყალტუბოელებს 41 ქულა აქვთ და მე–5 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩს ,,სამგურალი“ 21 სექტემბერს ბოლნისის ,,სიონის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა მარტვილის მურთაზ ხურცილავას სტადიონზე 16:30 სთ–ზე დაიწყება.

    16 სექტემებრი. 17:00. მარტვილი. „მურთაზ ხურცილავა“.
    „მერანი“ (მარტვილი) – „სამგურალი“ (წყალტუბო) 4-1 (1-0)
    გოლები: 1:0 სერგეი ტრეტიაკი (38’), 2:0 ვანო კურდღელაშვილი (53’), 3:0 რაფაელ ჩუკურა (78’), 3:1 დემურ ჩიხლაძე (89’), 4:1 ირაკლი რუხაძე (90+2’).
    „მერანი“: კულუა, ორბელაძე (კ), მაისაშვილი, გეგია, მელიავა, ჩალაძე, ტეიდი, რაფაელი, კურდღელაშვილი (თოლორდავა 84’), ტრეტიაკი (რუხაძე 63’), ბარაბაძე (ლომაშვილი 72’).
    სათადარიგო: მამალაძე, ლომაშვილი, ჯიქია, რუხაძე, თოლორდავა, ლუკავა, ც. ფაცაცია.
    მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.
    „სამგურალი“: კუჭუხიძე, კაკუშაძე, ენდელაძე, ბიბილაშვილი (კ), გოგიჩაიშვილი, შალამბერიძე, ბანძელაძე, გოგუაძე, კილაძე, ჩავჩიძე (ლაღაძე 55’- ჩიხლაძე 72’), ციცხვაია (ბრეგვაძე 77’).
    სათადარიგო: ნუცუბიძე, ბრეგვაძე, ნერგაძე, ჩიხლაძე, ა. ფანცხავა, ზ.ფანცხავა, ლაღაძე.
    მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.
    გაფრთხილება: შალამბერიძე (15’), ბარაბაძე (43’), ჩუკურა (50’), ბრეგვაძე (85’).
    მთავარი მსაჯი: ბორის გლუშჩუკი.скачать dle 11.3