,,სამგურალმა" ,,რუსთავის" შთამბეჭდავ სერიას წერტილი დაუსვა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალმა" ,,რუსთავის" შთამბეჭდავ სერიას წერტილი დაუსვა
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა“ გათამაშების ერთ–ერთ ლიდერს რუსთავის ,,რუსთავს“ მარტვილში უმასპინძლა და რთულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა. რუსთაველებს მე–6 ტურის შემდეგ, რაც მარტვილის ,,მერანთან“ დათმეს შეხვედრა (1:2) ჩემპიონატში მარცხი აღარ განუცდიათ და მათ 13 მატჩიან წაუგებელ სერიას წერტილი სწორედ გია გიგატაძის გუნდმა დაუსვა.


    წყალტუბოს ,,სამგურალი“ ,,რუსთავს“ 4 წამყვანი ფეხბურთელის გარეშე დაუხვდა. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას დავით ციცხვაია და ბექა ბანძელაძე ტოვებდნენ. საყრდენმა ნახევარმცველებმა ნიკა შალამბერიძემ და ცოტნე ხარაბაძემ კი ქვემოქართლელებთან ტრავმების გამო ვერ ითამაშეს. ოთხივე მათგანი შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. თავის მხრივ დიდი დანაკლისი ჰქონდა ,,რუსთავსაც“. სტუმრებმა საუკეთესო ფეხბრთელი დათა სიჭინავა მოისაკლისეს, რომელსაც ამ სეზონში 15 გოლი აქვს გატანილი.
    შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე სტუმრებისთვის 3 ქულას გაცილებით დიდი ფასი ჰქონდა. წინა დღით, რუსთაველთა მთავარმა კონკურენტმა და გათამაშების ლიდერმა მარტვილის ,,მერანმა“ ,,ცხინვალთან“ წაიფორხილა (0:0). ასე რომ, ქვემოქართლელები მოგების შემთხვევაში მარტვილელებთან ჩამორჩენას მხოლოდ 1 ქულამდე შეამცირებდნენ. თავიდანვე ნათელი იყო, რომ მოგებაზე დაგეშილ ,,რუსთავთან“ ,,სამგურალს“ მძიმე დაპირისპირება ელოდა. მოლოდინი გამართლდა, შეხვედრა მართლაც რომ დაძაბული, საინტერესო და ემოციებით დატვირთული გამოდგა.
    ბუნებრივია, მარტვილელი გულშემატკივრები მათი მთავარი კონკურენტის წინააღმდეგ ,,სამგურალს“ გულშემატკივრობდნენ. ადგილობრივი და წყალტუბოელი ფანები გაერთიანდნენ და გია გიგაგატძის გუნდს აქტიურად ქომაგობდნენ.
    შეხვედრის საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ძალიან ცხელოდა და ფეხბურთელებს მაღალ ტემპში თამაში უჭირდათ. სადებიუტო 10 წუთი გუნდებმა ერთმანეთის დაზვერვას მოანდომეს. შემდეგ კი ,,სამგურალის“ უპირატესობა გამოიკვეთა, მე–14 წუთზე თენგიზ ბრეგვაძის ძალზედ სახიფათო დარტყმის შემდეგ ბურთი ოდნავ ასცდა სტუმართა კარს. რუსთაველებმა ცოტა მოგვიანებით ნომინალურ მასპინძლებს სახიფათო შეტევით უპასუხეს, კარში ძლიერად გიორგი გაფრინდაშვილი ურტყამდა, მაგამ ბურთი დავით კუპატაძემ მოიგერია. წინასაწრვე ვიტყვით, რომ ,,სამგურალის“ მეკარემ ,,რუსთავთან“ მატჩში დიდებულად ითამაშა და საკუთარი გუნდი გოლისგან არაერთ ეპიზოდში იხსნა, განსაკუთრებით მატჩის მეორე ნახევარში, როცა რუსთაველები ანგარიშის გათანაბრებას ლამობდნენ და მთელი ძალებით შეტევაზე იყვნენ.
    მატჩის პირველი ნახევარი კი წყალტუბოელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. 28–ე წუთზე გაგა ჩხეტიანს გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა მიეცა, წყალტუბოელთა ვეტერანი ბომბარდირი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ გამოცდილმა მირზა მერლანმა შეძლო მდგომარეობის განმუხტვა.
    ,,სამგურალის“ მორიგ სახიფათო იერიშს სტუმართა კარში გოლი მოჰყვა. მარჯვენა ფლანგიდან გოგი გოგიჩაიშვილის ჩაწოდების შემდეგ გაგა ჩხეტიანმა ახლო მანძილიდან თავური დარტყმით დალაშქრა რუსთაველთა კარი.
    გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები სწრაფადვე შეეცადნენ ანგარიშის გათანაბრებას და რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელეს. რუსთაველთა სწრაფ და ლამაზ კომბინაციას გაფრინდაშვილი აგვირგვინებდა, მაგრამ საჯარიმოს მისადგომებიდან მის მიერ დარტყმული ბურთი გარედან მოხვდა წყალტუბოელთა კარის ბადეს. 38–ე წუთზე გიორგი ვასაძე ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ბურთი ხარიხას გადასცდა. 40–ე წუთზე სტუმრები ახლოს იყვნენ ანგარიშის გათანაბრებასთან, ზვიად მეტრეველი ახლო მანძილიდან თავით ძალიან სახიფათოდ ურტყამდა მაგრამ კუპატაძემ შესანიშნავად ითამაშა და ბურთი სასწაულებრივად მოიგერია.
    ,,სამგურალს“ 42–ე წუთზე მეორე გოლის გატანა შეეძლო, თენგიზ ბრეგვაძისა და ზაურ გოგუაძის აქტიურობის შემდეგ კარში თავით გაგა ჩხეტიანი ურტყამდა, მაგრამ ბურთი მცველს შეეხო და კუთხურზე გადავიდა.
    წყალტუბოელებს მეორე გოლის გარეშე ტაიმი მაინც არ დაუსრულებიათ. მსაჯის მიერ დამატებული მეორე წუთი მიმდინარეობდა, როცა სტუმართა კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, ,,სატნდარტული“ თენგიზ ბრეგვაძემ შეასრულა, მის მიერ დარტყმული ბურთი მირზა მერლანმა კი უკუაგდო, მაგრამ ბურთმა მანამდე ხაზი გადაკვეთა, წყალტუბოელები გოლს ითხოვდნენ, თავიდან თამაში გაგრძელდა, მაგრამ გვერდითი მსაჯის მითითების შემდეგ ლაშა სილაგავამ გოლი ჩათვალა. ამან რუსთაველთა პროტესტი გამოიწვია, თუმცა არბიტრს ,,ჩვენება“ აღარ შეუცვლია –2:0
    მეორე ტაიმის დაწყებამდე ვარლამ კილასონიამ ორმაგი ცვლილება განახორციელა. ირაკლი ქათამაძისა და რატი ცაცკრიალაშვილის ნაცვლად ზაზა ციცქიშვილი და ლაშა ციცვიძე ჩართო თამაშში. რუსთაველებმა შეხვედრა აქტიურად განაახლეს, გიორგი ვასაძის სახიფათო დარტყმა ოდნავ ასცდა მიზანს.
    51–ე წუთზე ,,სამგურალს“ მესამე გოლის გატანის რეალური შანის ჰქონდათ და მატჩის ბედიც გადაწყვეტილი იქნებოდა, მაგრამ გაგა ჩხეტიანის თავური დარტყმა მირზა მერლანმა სასწაულებრივ მოიგერია.
    55–ე წუთზე ლაშა სილაგავამ წყალტუბოელების კარში პენალტი დანიშნა, რომელიც გოლად გიორგი ვასაძემ აქცია–2:1
    რუსთაველების გოლის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, გუნდებს თანდათან ძალები ეცლებოდათ და შეცდომებიც მოსდიოდათ. 61–ე წუთზე გია გიგატაძემ ბაქარ ლაღაძე ჩართო თამაშში, რომელსაც გამოსვლისთანავე შეეძლო თავის გამოჩენა, გაგა ჩხეტიანმა იგი მეკარესთანა პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ლაღაძეს მერლანმა არ გაატანინა. ორიოდე წუთში მას კიდევ ერთხელ ჰქონდა სტუმათა კარის დალაშქვრის მცდელობა, მაგრამ ისევ მერლანმა ითამაშა დამაჯერებლად. ამის შემდეგ რუსთაველებმა ,,სამგუალზე“ ზეწოლა გააძლიერეს. კუპატაძემ ზედიზედ სამი ურთულესი ბურთი მოიგერია, რითაც გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ბოლოს გია გიგატაძის გუნდსაც ჰქონდა გოლის გატანის შანსი, 86–ე წუთზე ჩხეტიანმა ბოლომდე იბრძოლა და შეცვლაზე შესული ზურაბ ფანცხავა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ ფანცხავამ ზუსტად ვერ დაარტყა.
    ბოლოს დაღლა რუსთავსაც დაეტყო, სტუმრებმა ბოლო შტურმის განხორციელება ვერ მოახერხეს და შეხვედრა ,,სამგურალის“ გამარჯვებით დასრულდა.
    მომდევნო მატჩს ,,სამგურალი“ 3 აგვისტოს სტუმრად ლანჩხუთის ,,გურიას“ წინააღმდეგ გამართავს.
    ,,სამგურალი“ წყალტუბო – ,,რუსთავი“ რუსთავი 2:1
    ეროვნული ლიგა 2 XX ტური
    28.07. მარტვილი. ,,მურთაზ ხურცილავა“
    გოლები: 1:0 ჩხეტიანი (31), 2:0 ბრეგვაძე (45+2), 2:1 გ.ვასაძე (54.პენ)
    ,,სამგურალი“: კუპატაძე, კაკუშაძე, ნერგაძე, კილაძე, ჯიმშელეიშვილი, ენდელაძე (ლაღაძე 61), გოგიჩაიშვილი, დ.ჩიხლაძე, ბრეგვაძე (ზ.ფანცხავა 83), გოგუაძე (ლიპარტელიანი 92), ჩხეტიანი
    სათადარიგოები: კუჭუხიძე, ლ.ჩიხლაძე, ა.ფანცხავა, ბიბილაშვილი
    მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე
    ,,რუსთავი“: მერლანი, გაფრინდაშვილი, ვასაძე, ქათამაძე (ციცქიშვილი 46), ე.კილაძე (ლობჯანიძე 74), ბრაჭული, გუჯაბიძე, სამხარაძე, მინდორაშვილი, ცაცკრიალაშვილი (ციცვიძე 46), მეტრეველი
    სათადარიგოები: ალავიძე, აილიაროვი, გ.გოცაძე, ბ.გოცაძე
    მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
    გაფრთხილება: გუჯაბიძე (29), გოგიჩაიშვილი (39), სამხარაძე (45+1), გოგუაძე (85)
    არბიტრი: ლაშა სილაგავაскачать dle 11.3