როცა ფორტუნა არ გწყალობს » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
როცა ფორტუნა არ გწყალობს
  • როცა ფორტუნა არ გწყალობს
    წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ეროვნული ლიგა 2–ის პირველი ეტაპი მარცხით დაასრულა. წყალტუბოელებმა სტუმრად ბოლნისის ,,სიონთან “ 0:2 დათმეს შეხვედრა. მასპინძელთა მხრიდან დუბლი ალექსანდრე კოშკაძემ 39–ე და 50–ე წუთებზე შეასრულა. სტუმრებს მატჩის განმავლობაში არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ დღევანდელ მატჩში ფორტუნა ბოლნისელთა მხარეს აღმოჩნდა. სადებიუტო წუთები გია გიგატაძის გუნდის უპირატესობით მიმიდნარეობდა, გოლის გატანის რეალური შესაძლებლობები ჰქონდათ თორნიკე ჯიმშელეიშვილს (ორჯერ) და დემურ ჩიხლაძეს, მაგრამ ხელსაყრელი სიტუაციებიდან ვერ გაიტანეს. წყალტუბოელებს ყველაზე რეალური შანსი მე–19 ე წუთზე მიეცათ, როცა ვადაჭკორიამ მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა, თუმცა, გაგა ჩხეტიანის თერთმეტმეტრიანი დარტყმა მეკარე თორნიკე ზარქუამ მოიგერია. 32– და 37–ე წუთებზე ჩიხლაძეს შეეძლო სტუმრების დაწინაურება, მაგრამ ორივე შემთხვევაში ბურთი სამიზნეს აცდა. ამდენი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ დაუწერელი საფეხბურთო კანონი ამოქმედდა, 39–ე წუთზე ,,სამგურალის“ დაცვა ჩავარდა, ალექსანრე კოშკაძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა –1:0. მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტი ვერ გამოიყენეს ბოლნისელებმაც, 49–ე წუთზე დვალის თერთმეტმეტრიანი დარტყმა მეკარე იორამ კუჭუხიძემ მოიგერია. თუმცა, ბოლნისელებმა 3 წუთში მაინც იხეირეს. კოშკაძე საჯარიმოში უყურადღებოდ აღმოჩნდა და ზუსტი დარტყმით ,,სიონის“ უპირატესობა გაზარდა. ,,სამგურალი“ მაჩის გადარჩენას შეეცადა, რამდენჯერემე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ისევ არ უმართლებდა, მეკარესთან პირისპირ გასულ ჩხეტიანს ზარქუამ არ გაატანინა, გოგიჩაიშვილის ძლიერი დარტყმა კი მასპინძელთა კარის ძელს მოხვდა. მომენტები ბოლნისელებსაც ჰქონდათ, რომლებიც მეორე გოლის შემდეგ კონტრშეტევებზე თამაშობდნენ, თუმცა, ანგარიში აღარ შეცვლილა. ,,სიონთან“ მარცხის შემდეგ ,,სამგურალი“ სატურნირო ცხრილში 28 ქულით კვლავ მე–5 ადგილზე რჩება. ჩემპიონატი 20 ივლისიდან განახლდება.

    ,,სიონი“ ბოლნისი – ,,სამგურალი“ წყალტუბო 2:0
    22.06. ბოლნისი. სტადიონი: ,,თ.სტეფანია“ 18:00
    გოლი: 1:0 კოშკაძე (39), 2:0 კოშკაძე (50)
    გამოუყენებელი პენალტი: ჩხეტიანი (19), დვალი (49)

    ,,სიონი“: ზარქუა, ნემსაძე, სვანიძე, თევზაძე, კირკიტაძე, ჯაფიაშვილი, ყურაშვილი (ლილუაშვილი 81), კოშკაძე, გიორბელიძე (გურეშიძე 77), მანაგაძე (ჭეიშვილი 68), დვალი
    სათადარიგოები: მაქაცარია, აღდგომელაშვილი, ხეცურიანი
    მთავარი მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი; მწვრთნელი: ნესტორ მუმლაძე

    ,,სამგურალი“: კუჭუხიძე, ნეგაძე, ბიბილაშვილი, კაკუშაძე, ბანძელაძე, გოგიჩაიშვილი, ჩიხლაძე, ხარაბაძე, ჯიმშელეიშვილი (ლაღაძე 46), ფანცხავა (ციცხვაია 60), ჩხეტიანი
    სათადარიგოები: ნუცუბიძე, კილაძე, ენდელაძე, ლიპარტელიანი, ა.ფანცხავა
    მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე; მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე
    გაფრთხილება: თევზაძე (18), კუჭუხიძე (48), ყურაშვილი (63), კუჭუხიძე (48), ბანძელაძე (80), ჭეიშვილი (82)
    არბიტრი: გიორგი ვადაჭკორიაскачать dle 11.3