სასარგებლო სპარინგი და უგოლო ფრე ქუთაისის ,,ტორპედოსთან“ » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სასარგებლო სპარინგი და უგოლო ფრე ქუთაისის ,,ტორპედოსთან“
  • სასარგებლო სპარინგი და უგოლო ფრე ქუთაისის ,,ტორპედოსთან“

    ფოტო: F.C. Torpedo Kutaisi (ფეისბუქ გვერდი.https://www.facebook.com/pg/FCTorpedoKutaisi1946/photos/?tab=album&album_id=1433433706715554)

    ეროვნულ ჩემპიონატში სანაკრებო პაუზით გამოწვეულ შესვენებას წყალტუბოს ,,სამგურალი“, მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებლად, ნაყოფიერად იყენებს. 10 ივნისს გია გიგატაძის გუნდი ,,ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგურ შეხვედრაში ეროვნული ლიგის ერთ–ერთ ლიდერს, ქუთაისის ,,ტორპედოს“ დაუპირისპირდა, გუნდს, რომელსაც ეროვნული ლიგაში ზედიზედ 6 შეხვედრა აქვს მოგებული და ქვეყნის ჩემპიონობის ერთ–ერთი მთავარი პრეტენდენტია. ქუთაისელებმა ამ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოძახებული რამდენიმე ფეხბურთელი მოისაკლისეს, თუმცა, ,,ტორპედოში“ 3 ახალი ფეხბურთელმა დავით ხურციძემ, მათე კვირკვიამ და მერაბ მეგრელაძემ ითამაშეს, რომლებიც ქუთაისურ გუნდში სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ ჩაირიცხებიან.
    შეხვედრა საინტერესო გამოდგა. სახიფათო მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, პირველი რეალური საგოლე მომენტი ტორპედოელ მერაბ გიგაურს ჰქონდა, მაგრამ საჯარიმოს გარედან მის მიერ დარტყმული ბურთი მცირე მანძილით ასცდა ,,სამგურალის“ კარს. ამის შემდეგ ,,სამგურალმა“ სამი ძალიან სახიფათო შეტევა განახორციელა და სამივე ეპიზოდში ტორპედოელები გოლისგან მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ იხსნა. მან ჯერ დემურ ჩიხლაძის სახიფათო დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი კახა ჩხეტიანის თავური დარტყმა უკუაგდო, როცა ,,სამგურალის“ საუკეთესო მეგოლე ბექა ბანძელაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ახლა მანძილიდან ემუქრებოდა მასპინძელთა კარს. ბოლოს ქვილითაიამ ბექა ბიბილაშვილის შორეული, ძლიერი დარტყმაც მოიგერია და ,,ტორპედოს“ კარი მშრალად შეინახა. გია გიგატაძემ და კახა ჩხეტიანმა თავის გამოჩენის საშუალება ყველა ფეხბურთელს მისცეს და მეორე ტაიმში არაერთი ცვლილება განახორციელეს. ქუთაისელთაგან განსაკუთრებით აქტიურად თამაშში თორნიკე კაპანაძე ჩაერთო, რომელსაც რამდენიმე საგოლე შანსი ჰქონდა. ტორპედოელებმა უპირატესობა მოიპოვეს და ოლეგ მამასახლისი დაემუქრა წყალტუბოელთა კარს, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. ,,სამგურალმა“ შალამბერიძის დარტყმით უპასუხა, მაგრამ ბურთი კარს ამ შემთხვევაშიც ასცდა. ამის შემდეგ ქუთაისელთაგან თავის გამოჩენის შანსი გრიგოლ დოლიძეს, კაპანაძეს და კუხიანიძეს ჰქონდათ, მაგრამ მათ რეალური საგოლე მომენტები ვერ გამოიყენეს, წყალტუბოელთაგან კი ანგარიშის გახსნა შეცვლაზე შესულ ლაშა ჩიხლაძეს ჰქონდა, მაგრამ მისი სახიფათო დარტყმა მასპინძელთა კარს სულ მცირე მანძილით ასცდა. ბოლოს ტოპედოელმა გურამ ადამაძემ ხარიხას გაარტყა ბურთი და შეხვედრც უგოლო ფრით დასრულდა. 17 და 22 ივნისს მარტვილის ,,მერანთან“ და ბოლნისის ,,სიონთან“ გასამართი მნიშვნელოვანი მატჩების წინ ,,სამგურალს“ ნაყოფიერი ტესტ მატჩი გამოუვიდა და იმედი ვიქონიოთ, რომ წყალტუბოელები ერთგულ გულშემატკივრებს ეროვნული ლიგა 2–ის დარჩენილ ორ შეხვედრაშიც გაახარებენ.


    10.06.2017 ქუთაისი. “ტორპედოს“ საწვრთნელი ბაზა. 18 საათი
    ამხანაგური მატჩი

    „ტორპედო“ ქუთაისი - „სამგურალი“ წყალტუბო - 0:0
    „ტორპედო“: ქვილითაია (კაპ.), ტაბატაძე (ქიმაძე,13, ფურცხვანიძე, 72), ადამაძე, გურული (კუხიანიძე, 46), მახათაძე, გიგაური (მამასახლისი,46), ხურციძე, ნ.კვასხვაძე (დოლიძე, 46), ტუღუში (კვირკვია, 46, მეგრელაძე, 80), საბანაძე (ბაბუნაშვილი, 46), ლ.კუჭუხიძე (კაპანაძე, 46)
    მთ. მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

    „სამგურალი“: კუპატაძე (ი, კუჭუხიძე,46), ბიბილაშვილი (კაპ, ლ,ჩიხლაძე,83), ნერგაძე (კილაძე,46), ხარაბაძე (ლ.ჩავჩიძე 76), ჯიმშელეიშვილი (ენდელაძე,46), შალამბერიძე (ლიპარტელიანი,68), გოგიჩაიშვილი (ნაცვლიშვილი,83, დ.ჩიხლაძე, (ჯღამაია,46) ბანძელაძე (ლაღაძე, 46), ბრეგვაძე (ფანცხავა,60), გ.ჩხეტიანი (ციცხვაია,46)
    მთ. მწვრთნელი: გია გიგატაძე

    გაფრთხილება: შალამბერიძე (22)
    მსაჯები: ირაკლი კვირიკაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, მიხეილ კუპატაძე (სამივე ქუთაისი)скачать dle 11.3