კარგი მატჩი, კარგი დასასრულით » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
კარგი მატჩი, კარგი დასასრულით
  • რეგიონალლიგის გათამაშების მე–12 ტურში ,,სამგურალი 2“–სა და ,,ტორპედო 2“–ს შორის ისეთი საინტერესო და სანახაობრივი შეხვედრა გაიმართა, უფრო მაღალ ლიგებსაც რომ დაამაშვენებდა. საბოლოოდ დაფიქსირებული შედეგი მოედანზე განვითარებულ მოვლენებს სრულად არ ასახავს. მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, ბურთი მოედნის ცენტრში არ ჩერდებოდა და მომენტები ორივე კართან მრავლად იქმნებოდა. ამ მხრივ განსაკუთრებით წყალტუბოელები გამოირჩეოდნენ, მაგრამ დიდებულად თამაშობდა ქუთაისელთა მეკარე კახაბერ მეშველიანი, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია, თუმცა, მეორე ტაიმში ლაშა ჩიხლაძის დარტყმისას ისიც უძლური აღმოჩნდა და შეხვედრა ,,სამგურალი 2“ –ის გამარჯვებით დასრულდა.
    გუნდები თავიდანვე აქტიურად ეკვეთნენ ერთმანეთს და სანახაობრივი ფეხბურთი გააჩაღეს. მე–17 წუთზე მასპინძლებს დაწინაურების შანსი მიეცათ, მაგამ ლაშა ჩავჩიძის საჯარიმო დარტყმამ ქუთაისელთა კარის ძელი შეაზანზარა. მომდევნო ეპიზოდისას ლიპარტელიანი დაემუქრა სტუმართა კარს, მაგრამ მეშველიანი ბურთს ადგილზე დაუხვდა. წყალტუბოელები შეტევებს განაგრძნობდნენ და მალე კიდევ ერთი რეალური საგოლე მოემნტი ვიხილეთ, ზურაბ ფანცხავამ, რომელიც მარჯვენა ფლანგზე მართლაც რომ შეუჩერებელი იყო ახლოდან დაარტყა კარში, გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ გაგოშიძემ ბურთი ცარიელი კარიდან მოიგერია. ამდენი გამოუყენებელი მომენტების გამო წყალტუბოელები კინაღამ დაისაჯნენ, გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა ჰქონდა ტორპედოელ დავით იონანიძეს, რომელიც სამიოდე მეტრიდან ურტყამდა კარში, მაგრამ მასპინძლები გოლისგან მეკარე ალექსანდრე ნუცუბიძემ იხსნა. წყალტუბოელთა კიპერმა ცოტა ხანში იონანიძის მეორე დარტყმაც მოიგერია. ამის შემდეგ ისევ ზვიად ქუთათელაძის შეგირდების ჯერი დადგა, ისინი შესანიშნავად ათამაშებდნენ ბურთს და მომენტს მომენტზე ქმნიდნენ. ნაცვლიშვილის გამჭოლი გადაცემის შემდეგ ფანცხავას შეეძლო გატანა, მაგრამ ახლო მანძილიდან ვერ იხეირა. ლიპარტელიანის დარტყმის შემდეგ კი ,,ტორპედო 2“ მეკარემ იხსნა. ლაშა ჩავჩიძის კუთხურს ლუკა ჩავჩიძის თავური დარტყმა მოჰყვა, მაგრამ ბურთი ქუთაისელთა კარს მცირედით ასცდა. ამის შემდეგ ქუთაისლეთა კარის დალაშქვრის შესაძლებლობა ისევ ლიპარტელიანსა და ჩიხლაძეს ჰქონდათ, მაგრამ ქუთაისელთა კარში ბურთი არა და არ შედიოდა. ნუგზარ კოპალიანსაც არ გაუმართლა, მისი დარტყმის შემდეგ ბურთი კარის ხაზიდან მცველმა მოიგერია.
    მატჩის მოერე ნახევარის მაღალ ტემპში დაიწყო. 54–ე წუთზე ,,სტანდარტულის“ შემდეგ ლაშა ჩავჩიძემ სტუმართა კარის ბადე შეარხია, მაგრამ არბიტრმა გოლი გააუქმა და სტუმართა სასარგებლოდ ჯარიმა დანიშნა. წალტუბოელები არჩათვლილი გოლის გამო არ გატეხილან, პირიქით წუთი არ იყო გასული, რომ ლაშა ჩიხლაძემ ეფექტური დარტყმით შესანიშნავად მოთამაშე მეშველიანს შანსი არ დაუტოვა და ,,სამგურალი 2“ დააწინაურა–1:0
    გაშვებული გოლის შემდეგ ,,ტორპედო“ გააქტიურდა, შოთა წიქარიშვილის ყუმბარისებული დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე პირველი ჯუმბერ ხმელიძე გაჩნდა, მაგრამ ცარიელ კარში ვერ გაიტანა. ქუთაისელებს ამის შემდეგაც ჰქონდათ გათანაბრების შანსი, მაგრამ ისევ არ გაუმართლათ. მასპინძლებმა პოზიციები კი დათმეს, მაგრამ კონტრშეტევებით ცდილობდნენ მექტოქის გამოჭერას. ანგარიშის გაზრდა შეეძლო ლიპარტელიანს, მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია, უკუგდებულ ბურთთან პირველი შეცვლაზე შესული დავით მუკბანიანი გაჩნდა, მაგრამ იგი მცველმა წააქცია და კარში დარტყმა ვერ მოახერხა. წყალტუბოელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. შემდეგ ქუთაისელებიც ითხოვდნენ ,,სამგურალი 2“–ის პენალტით დასჯას, თითქოსდა მცველმა ხელით გამოიტანა ბურთიო, მაგრამ არბიტრი ამ ეპიზოდშიც შეუვალი იყო. შეხვედრას დაძაბულობა ბოლო წუთებამდე თან სდევდა, საბოლოოდ, არაერთი მომენტის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა. ,,სამგურალი 2“–მა სატურნირო ცხრილის მეზობელთან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო და რეგიონალლიგის ა ჯგუფში 22 ქულით ,ტორპედო2“–თან ერთად მე–4, მე–5 ადგილებს იყოფს.

    ,,სამგურალი 2“ წყალტუბო – ,,ტორპედო 2“ ქუთაისი 1:0
    29.05. წყალტუბო. სტადიონი ,,26 მაისი“
    გოლი: 1:0 ჩიხლაძე (55)
    ,,სამგურალი 2“: ნუცუბიძე, ხვადაგიანი (მუკბანიანი 67), ლეშკაშელი, ლუკა ჩავჩიძე, ნაცვლიშვილი, ხვიჩია, კოპალიანი (ცერცვაძე 86), ფანცხავა, ლიპარტელიანი, ლაშა ჩავჩიძე, ჩიხლაძე (პატარიძე 89)
    სათადარიგოები: ბ.ფანცხავა, კოხრეიძე, ჩხაბერიძე, კალანდია
    მწვრთნელი: ზვიად ქუთათელაძე

    ,,ტორპედო 2“: მეშველიანი, წიქარიშვილი, გაგოშიძე, შეყრილაძე, მახათაძე, ქვარიანი, გაზდელიანი, ფურცხვანიძე (ხმელიძე 59), მანაგაძე, იონანიძე (ჟღენტი 74), კუხიანიძე (ჯანელიძე 59)
    სათადარიგოები: გიორგობიანი, ქუთათელაძე
    მწვრთნელი: ვლადიმერ ჭყონია
    გაფრთხილება: ლუკა ჩავჩიძე (21), ფურცხვანიძე (22), კოპალიანი (86), ხვიჩია (90)
    არბიტრი: ვახტანგ ბასილაია (ზუგდიდი)скачать dle 11.3