წყალტუბოს ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში უშუალო კონკურენტი ,,საბურთალო" 1:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. ამ მოგებით წყალტუბოელები მეტოქეს წამოეწივნენ და სამეულისთვის ბრძოლას განაგრძობენ.
წყალტუბოს ,,სამგურალმა" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფენალურ შეხვედრაში ხობის ,,კოლხეთი" სტუმრად 3:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
წყალტუბოს ,,სამგურალი“ დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალში გავიდა. წყალტუბოელებს 1/16 ფინალში ,,ჭიათურის“ ბარიერის გადასალახად დამატებითი დრო დასჭირდათ. ფრედ (1:1 ) დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, ოვერტაიმში გია გიგატაძის გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და საბოლოოდ 4:1 გიმარჯვა.
საინტერესო, დაძაბული და უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა მარტვილში ,,მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე, სადაც მასპინძლის სტატუსით მოთამაშე წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ეროვნული ლიგა-2-ის მეორე ტურში ,,რუსთავი“ 4:2 დაამარცხა .
,,სამგურალი 2“ –მა გულშემატკივრებს სასიამოვნო სიურპრიზი შესთავაზა. ზვიად ქუთათელაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეორე ეტაპის მატჩში ფავორიტის სტატუსით მოთამაშე ვანის ,,სულორი“ დიდი ანგარიშით 5:2 დაამარცხა .