11 თებერვალს თურქულ შეკრებაზე მყოფმა წყალტუბოს ,,სამგურალმა" პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. გია გიგატაძის გუნდის მეტოქე ყაზახეთის უმაღლეს ლიგაში ახლახანს გადასული ,,ყიზილ–ჯარი" იყო. საინტერესო და დაძაბული შეხვედრა ყაზახების გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
წყალტუბოს ,,სამგურალი“ ქუთაისის ,,ტორპედოს“ ამხანაგურ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. ამჯერად, გია გიგატაძის გუნდმა გაცილებით უკეთესი თამაში აჩვენა და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან, მისსავე ბაზაზე ფრე 2:2 ითამაშა.