წყალტუბოს ,,სამგურალი“ დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალში გავიდა. წყალტუბოელებს 1/16 ფინალში ,,ჭიათურის“ ბარიერის გადასალახად დამატებითი დრო დასჭირდათ. ფრედ (1:1 ) დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ, ოვერტაიმში გია გიგატაძის გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და საბოლოოდ 4:1 გიმარჯვა.
საინტერესო, დაძაბული და უხვგოლიანი შეხვედრა გაიმართა მარტვილში ,,მურთაზ ხურცილავას“ სახელობის სტადიონზე, სადაც მასპინძლის სტატუსით მოთამაშე წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ეროვნული ლიგა-2-ის მეორე ტურში ,,რუსთავი“ 4:2 დაამარცხა .