მიმდინარე ჩემპიონატში წყალტუბოს ,,სამგურალის" სახით ეროვნულ ლიგაში ძალიან საინტერესო და მებრძოლი გუნდი გამოჩნდა, რომელმაც ნეიტრალური გულშემატკივრების სიმპათიებიც დაიმსახურა. განვლილი ეტაპისა და გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ კლუბის პრეზიდენტი მიხეილ იაშვილი გვესაუბრა, რომელიც ,,სამგურალის" აღზევებისა და ბოლოდროინდელი წარმატებების ერთ–ერთი მთავარი შემოქმედია.