18 წელიწადი ელოდნენ წყალტუბოელი გულშემატკივრები საყვარელი გუნდის ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას და ეს ოცნება წლეულს აუხდათ. ახალგაზრდა სპეციალისტის, უჩა სოსიაშვილის დამოძღვრილმა გუნდმა ეროვნულ ლიგა 2–ში მეორე ადგილი დაიკავა, გადასასვლელ პლეი ოფში კი საჩხერის ,,ჩიხურა" ორივე შეხვედრაში დაამარცხა (2:0, 1:0) და მრავალწლიანი განშორების შემდეგ რჩეულთა შორის დაბრუნდა.
ეროვნული ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში წყალტუბოს ,,სამგურალმა" სტუმრად საჩხერის ,,ჩიხურა" 2:0 დაამარცხა და განმეორებითი მატჩის წინ კომფორტული ფორა შეიქმნა.
წყალტუბოს ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგა 2–ის ბოლო ტურში მარტვილის ,,მერანი" 2:1 დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა, სადაც ეროვნული ლიგის მ–9 ადგილოსან საჩხერის ,,ჩიხურას" დაუპირისპირდება.