"სამგურალი" 3-1 "ლიახვი" » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
"სამგურალი" 3-1 "ლიახვი"
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" დღეს პირველი ლიგის მე–15 ტურის შეხვედრაში ცხინვალის ,,ლიახვს" უმასპინძლა და მეტოქე წვიმიან ამინდში 3:1 დაამარცხა.

    შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ცხინვალელი კარგად იბრძოდნენ და ,,სამგურალს" სივრცეებს უზღუდავდნენ, თუმცა, წყალტუბოელებმა პირველი ტაიმის მიწურულს მაინც მოახერხეს დაწინაურება, 36–ე წუთზე ბექა ბიბილაშვილმა კუთხურის შემდეგ გოლი თავური დარტყმით გაიტანა.

    ცხინვალელებმა ანგარიში 63–ე წუთზე გაათანაბრეს, თავი საბა ლომიამ გამოიჩინა. ამის შემდეგ უპირატესობა მთლიანად მასპინძელთა მხარეს გადავიდა, გია გიგატაძემ ცვლილებებიც გამოიცნო, რამაც შედეგიც მალე გამოიღო. კარგად ჩაერთო შეხვედრაში ლაშა ჩიხლაძე, რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ წყალტუბოელები დაწინაურდნენ, მარჯვენა ფლანგიდან თორნიკე კაკუშაძის ჩაწოდების შემდეგ გიორგი ყიფიანმა თავური დარტყმით ანგარიში 2:1 გახადა. 86–ე წუთზე ლაშა ჩიხლაძემ მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ გამარჯვების შემდეგ ,,სამგურალს" 32 ქულა გაუხდა და კვლავ თეთრი ჯგუფის ლიდერია.скачать dle 11.3