,სამგურალმა" მოსკოვის ,,ლოკომოტივის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,სამგურალმა" მოსკოვის ,,ლოკომოტივის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" მოსკოვის ,,ლოკომოტივის" აკადემიის აღზრდილი 19 წლის ფეხბურთელი ერვინ ჯო ბოტაკა იობომა დაიმატა. ჯო ამპლუით ცენტრალური მცველია (184 სმ.76კგ). მამით კონგოელი და დედით რუსი ბოტაკა რუსეთის მოქალაქეა. ფეხბურთის თამაში მოსკოვის ,,ლოკომოტივის" აკადემიაში დაიწყო. შემდეგ მოსკოვის ,,ტორპედოს" 19 წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა, მაგრამ აღნიშნულ გუნდს სკანდალურად დაშორდა. ,,ტორპედოს" გულშემატკივრებმა ჯო კანის ფერის გამო აითვალწუნეს და მათი რასისტული დამოკიდებულების გამო ბოტაკამ ,,ტორპედო" მალევე დატოვა. შემდეგ თამაშობდა მოსკოვის ,,სოლიარისში" და მოსკოვის ,,კაზანკაში" (იგივე ,,ლოკომოტივი –2"), საიდანაც ,,სამგურალს" შემოუერთდა. ერვინ ბოტაკა 10 დღეა წყალტუბოურ კლუბთან ერთად ემზადება და დღეს ,,სამგურალში" ოფიციალურად ჩაირიცხა. წყალტუბოურმა კლუბმა მასთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.скачать dle 11.3