ბომბარდირობა სასიამოვნოა, მაგრამ მთავარია გუნდმა ითამაშოს კარგად! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ბომბარდირობა სასიამოვნოა, მაგრამ მთავარია გუნდმა ითამაშოს კარგად!
  • ინტერვიუ ბაქარ ლაღაძესთან
    ბომბარდირობა სასიამოვნოა, მაგრამ მთავარია გუნდმა ითამაშოს კარგად!

    ვინც წლეულს წყალტუბოს ,,სამგურალის“ თამაშებს ადევნებს თვალს, 21 წლის ნახევარმცველის ბაქარ ლაღაძის კარგი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩებოდა. მდიდარი ტექნიკური არსენალისა და სისწრაფის წყალობით ლაღაძე მეტოქე გუნდებს დიდ პრობლემებს უქმნის და საგოლე ალღოც არ დაეწუნება. განვლილ 13 ტურში მან 5 გოლი გაიტანა და ამ დროისთვის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. ფლანგის ნახევარმცველისთვის ეს ურიგო შედეგი არ არის. თანაც ბოლო მატჩებში ის მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება ბაქარ ლაღაძის უფრო ახლოს გაცნობა, რომელიც ,,სამგურალში“ 2015 წლიდან თამაშობს.

    ბაქარ ლაღაძე : ,,ფეხბურთის თამაში ქუთაისში ,,იმედის“ საფეხბურთო სკოლაში დავიწყე. პირველი მწვრთნელი კახა გამრეკლიძე იყო. 14 წლის ასაკში გადავედი ქუთაისის ,,ტორპედოს“ დუბლშემადგენლობაში. ,,ტორპედოსთან“ ერთად საქართველოს უმაღლეს ლიგაშიც მომიწია ასპარეზობა. შემდეგ იყო ქობულეთის ,,შუქურაში“ გატარებული ერთი სეზონი, საიდანაც წყალტუბოს ,,სამგურალში“ გადმოვედი და უკვე მესამე წელიწადია აქ ვთამაშობ.“

    -წლევანდელ ჩემპიონატზე რას იტყვით, რამდენად გაამართლა მოლოდინი და ,,საგურალის“ თამაშით თუ ხართ კმაყოფილი?

    -ეროვნული ლიგა 2 პირველ ლიგასთან შედარებით (რომელშიც გასულ სეზონში ვთამაშობდით), გაცილებით მაღალი დონისაა. რაც შეეხება ,,სამგურალის“ ასპარეზობას, ჯერ-ჯერობით ნორმალურად ვთამაშობთ და შევეცდებით მაქსიმალურად მეტი თამაში მოვიგოთ.

    - ჩემპიონატში უკვე 5 გოლი გაქვს გატანილი და ბომბარდირებსაც მიუახლოვდი, ალბათ, მეტი ამბიციაც გაგიჩნდებოდა?
    - რა თქმა უნდა, ბომბარდირობა სასიამოვნოა, მაგრამ ამ ეტაპზე მეორეხარისხოვანია. მთავარია გუნდმა ითამაშოს კარგად და სასურველი შედეგი აჩვენოს.

    -ძირითადად მარცხენა ნახევარმცველად თამაშობ, ეს შენი საყვარელი პოზიციაა?

    -დიახ და ამ პოზიციაზე კომფორტულადაც ვგრძნობ თავს.

    - თუ არის გუნდში ისეთი ფეხბუთელი, რომელთან ერთადაც ყველაზე მეტად გიადვილდება თამაში?

    - ,,სამგუარლში“ ბევრი კარგი და გამოცდილი ფეხბურთელია, მათ გვედრდით ასპარეზობა დიდი სიამოვნებაა, მაგრამ ყველაზე მეტად დემიკო ჩიხლაძესთან ერთად მიადვილდება თამაში, რადგანაც ბავშვობიდანვე ერთად მოვდივართ და ერთმანეთის უსიტყვოდ გვესმის.

    -რა არის ,,სამგურალის“ მთავარი პლუსი?

    - ალბათ, უფრო გუნდურობა. ფეხბურთელების უმეტესობა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ახალ ფეხბურთელებთანაც არ გვაქვს შეთამაშების პრობლემა. მთავარი მწვრთნელი გია გიგატაძე ყველას აძლევს თავის გამოჩენის შანსს და ფეხბურთელებიც ვცდილობთ, რომ მისი იმედები გავამართლოთ. ვფიქრობ, გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ.

    -რას ჩათვლით დადებით შედეგად?

    -საპრიზო ადგილზე გასვლას...

    - რომელი იყო შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა მიმდინარე ჩემპიონატში?

    - მეორე ტურში ,,რუსთავთან“ 4:2 მოგებული მატჩი. კარგი, სანახაობრივი თამაში გამოვიდა და რაც მთავარია პირველი სამი ქულაც ავიღეთ.

    - იმ შეხვედრაში მნიშვნელოვანი გოლი გაიტანე, რის შემდეგაც ანგარიში 3:1 გახდა და ამან მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

    - ... მთავარია, რომ შეხვედრა მოვიგეთ.

    - მატჩი რომელმაც გული დაგწყვიტათ...

    - მე-11 ტურში ,,რუსთავთან“ სტუმრად 1:2 წაგებული შეხვედრა. ანგარიში გავათანაბრეთ და ქულის აღება შეგვეძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა.

    - მიზეზთა გამო, წლეულს საშინაო მატჩების ჩატარება მარტვილში გიწევთ, რამდენად რთულია ეს გუნდისთვის?

    -მართალია წყალტუბოში არ ვთამაშობთ, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრების წყლობით, რომლებიც ყველა შეხვედრაზე დაგვყვებიან და აქტიურად გვქომაგობენ, საკუთარ სახლში ვგრძნობთ თავს. მაგრამ, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება თუ წყალტუბოში ვითამაშებთ, საკუთარ მოედანზე კიდევ უფრო მეტი მაყურებელი მოვა ჩვენს საგულშემატკივროდ.

    საყვარელი გუნდი და ფეხბურთელი... არჩევანი რომ გქონდეს, რომელ გუნდში ისურვებდი თამაშს?

    -მადრიდის ,,რეალი“ და კრიშტიანო რონალდუ. შესაბამისად, შესაძლებლობა რომ მქონდეს ,,რეალში“ ვითამაშებდი.

    - ბოლოს, ,,ზუგდიდთან“ მომავალ დაპირისპირებაზე გვითხარი, როგორ მატჩს ელოდებით?

    - ადვილი თამაში არ იქნება, ზუგდიდში ყოველთვის რთულია თამაში, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად ცდას არ დავაკლებთ და ჩვენი პლუსების გამოყენებას შევეცდებით.скачать dle 11.3