დამაჯერებელი გამარჯვება ,,მეშახტესთან“ » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
დამაჯერებელი გამარჯვება ,,მეშახტესთან“
  • დამაჯერებელი გამარჯვება ,,მეშახტესთან“

    ეროვნული ლიგა 2 –ის XIII ტურში წყალტუბოს ,,სამგურალი“ ტყიბულის ,,მეშახტეს“ დაუპირისპირდა და კახი გოგიჩაიშვილის გუნდი 2:0 დაამარცხა. ნომინალური მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას. მათ ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს და შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს. წყალტუბოელებმა საწყისი წუთებიდანვე დაამყარეს ბურთზე კონტროლი, თუმცა ,,უკანმოუხედავად“ უტევდენთქო ვერ ვიტყვით, ისინი მეტოქეს ნელ–ნელა ავიწროვებდნენ, ,,მეშახტე“ კი მეორე ნომრად ამჯობინებდა თამაშს, ძირითად აქცენტს მაღალ ჩაწოდებებზე და ,,სტანდარტებზე“ აკეთებდა, თუმცა აქედანაც არაფერი გამოსდიოდა. პირველი სახიფათო მომეტი მასპინძლებმა მე–14 წუთზე შექმნეს, ბაქარ ლაღაძე მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან კარში დაარტყა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. რამდენიმე წუთში თენგიზ ბრეგვაძემ საჯარიმო დარტყმით შეამოწმა ანდრე ნონოსის მზადყოფნა, ტყიბილელთა მეკარე უშეცდომოდ გაისარჯა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. ,,სამგურალის“ იერიშები გაგრძელდა... 27–ე წუთზე ნიკა შალამბერიძეს შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მახვილი კუთხიდან მისი დარტყმული ბურთი ნონოსმა მოიგერია. 35–ე წუთზე ბრეგვაძის კუთხურის შემდეგ ლაღაძე თავით ურტყამდა, მაგრამ ტყიბულელებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. ,,სატანდარტულიდან“ მოწოდებულ ბურთს კი ბექა ბიბილაშვილმა სახიფათო თავური მიაყოლა, მაგრამ ბურთი მცირედით ასცდა სტუმართა კარს. ტაიმის მიწურულს ლაღაძემ საჯარიმოს გარედან დააქუხა, მაგრამ ბურთი ხარიხას გადასცდა. რაც შეეხებათ ტყიბულელებს, მათ პირველ ტაიმში რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ. ,,მეშახტეს" ფორვარდი მამუკა ღონღაძე ბევრს მოძრაობდა, იხსნებოდა, მაგრამ ყოფილი თანაგუნდელი წყალტუბოელებს საიმედოდ ჰყავდათ ,,ამოკეტილი" და კარში დარტყმის საშუალებას არ აძლევდნენ.

    მეორე ტაიმის დაწყებამდე გია გიგატაძემ ცვლილებას მიმართა, მან დავით ციცხვაიას ნაცვლად თამაშში გაგა ჩხეტიანი ჩართო. მატჩის მეორე ნახევარი გაცილებით უფრო დინამიური და საინტერესო გამოდგა. თავიდან ,,მეშახტე“ აქტიურობდა, ტყიბულელები შეტევებს ცდილობდნენ, მაგრამ ,,სამგურალის“ დაცვა საიმედოდ თამაშობდა და სტუმრებს კარში დარტყმის საშუალებას არ აძლევდა. მცირედი დაბნეულობის შემდეგ უპირატესობა ისევ ,,სამგურალის“ მხარეს გადავიდა, წყალტუოელებმა ტემპს მოუმატეს და ნონოსის კართან ვითარება დაიძაბა. ტყიბულელებმა ჯერ ჩხეტიანის სახიფათო დარტყმა გააუვნებელჰყვეს, შემდეგ მცველები შალამბერიძის დარტყმულ ბურთსაც გადაეღობეს. 68–ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ცოტნე ხარაბაძემ საჯარიმოს მისადგომებთან ახლოს ბურთს ფეხი ამოსცხო და ყოფილ გუნდს ულამაზესი გოლი გაუტანა – ბურთი ჯერ ძელს მოხვდა და ბადეში ისე გაეხვია –1:0

    გაშვებული გოლის შემდეგ ,,მეშახტე“ მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადა, მაგრამ რამდენიმე უწყინარი დარტყმის გარდა არაფერი გამოუვიდა, წყალტუბოელებმა კი მეტოქე კონტრშეტევაზე გამოიჭირეს, 79–ე წუთზე ბრეგვაძისა და ჩხეტიანის გადაცემის შემდეგ ბაქარ ლაღაძემ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა–2:0. სხვათა შორის, ლაღაძე 5 გატანილი გოლით, ამ დროისთვის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
    დარჩენილ დროში განსაკუთრებული აღარაფერი მომხდარა. ,,სამგურალმა“ მატჩი მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე, 22 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე–5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს ,,სამგურალი“ 23 მაისს სტუმრად ,,ზუგდიდის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ზედა ეწერის ცენტრალურ სტადიონზე 17:00 სთ–ზე დაიწყება.

    ,,სამგურალი“ წყალტუბო – ,,მეშახტე“ ტყიბული 2:0
    19.05. მარტვილი. ,,მურთაზ ხურცილავა“

    გოლები: 1:0 ხარაბაძე (68), ლაღაძე (79)

    სამგურალი: კუპატაძე, ბანძელაძე, ბიბილაშვილი (კაპ), კილაძე, ენდელაძე, შალამბერიძე (დ.ჩიხლაძე 87), გოგიჩაიშვილი, ბრეგვაძე (ზ.ფანცხავა 92), ხარაბაძე, ლაღაძე, ციცხვაია (ჩხეტიანი 46)
    სათადარიგოები: კუჭუხიძე, ჯღამაია, ლ.ჩიხლაძე, კაკუშაძე
    მწვრთნელი: გია გიგატაძე

    მეშახტე: ნონოსი მჭედლიშვილი, აფხაზავა, ყურულაშვილი (კაპ), ხუჭუა, ქართველიშვილი, კიკაბიძე, ვეკუა (ჭკუასელი 59) , ჩაფიძე (ხოსიტაშვილი 81) გედენიძე, ღონღაძე (მარტენსი 74)
    სათადარიგოები: ტყეშელაშვილი, გვენეტაძე, ჭოხონელიძე
    მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი

    არბიტრი: ჯენერი ხორავა (ხობი)
    ასისტენტები: ივანე მაჩიტიძე (ქუთაისი), ბორის ჟვანია (სამტრედია)скачать dle 11.3