წყალტუბო "სამგურალი"
1-0
26/04/18
ვიტ ჯორჯია
წყალტუბო "სამგურალი"
მცხეთა.
.
მომდევნო მატჩი მომდევნო მატჩი.
2-1
30/04/18
წყალტუბო სამგურალი
ქობულეთის შუქურა
მარტვილი.
შემოგვიერთდით
პარტნიორები
,,სამგურალი“ ,,მერანთან“ დამარცხდა
დაემატა: 23-04-2017, 21:32
,,სამგურალი“ ,,მერანთან“ დამარცხდა

მარტვილის ,,მერანსა“ და წყალტუბოს ,,სამგურალს“ შორის გამართული შეხვედრა მასპინძლების იოლი გამარჯვებით 4:0 დასრულდა. 6–ე წუთზე მარტვილელები რევაზ ბარაბაძემ დააწინაურა. 29–ე წუთზე დავით კუპატაძის კარი სერგეი ტრეტიაკმა აიღო. მატჩის მეორე ნახევარში წყალტუბოელები მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადნენ, მაგრამ დღეს შეტევაში არაფერი გამოუვიდათ, მარტვილელებმა კი ,,სამგურალი“ კონტრშეტევაზე დაიჭირეს და 79–ე წუთზე რუხაძის გადაცემის შემდეგ რევაზ ბარაბაძემ სამამდე გაზარდა ანგარიში. 89–ე წუთზე წყალტუბოელებს ანგარიშის შემცირების შესანიშნავი შანსი მიეცათ, მასპინძლებმა საკუთარ საჯარიმოში შეცვლაზე შესული ლაშა ჩიხლაძე წესების დარღვევით შეაჩერეს და მატჩის არბიტრმა პენალტის ნიშნულისკენ ანიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა თავად ,,დაზარალებულმა“ შეასრულა, მაგრამ ბურთი ხარიხას გადააცილა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში მეკარესთან პირისპირ გასულმა რევაზ ბარაბაძემ ჰეთ–თრიკი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მერანი – სამგურალი 4:0 (პირველი ტაიმი 2:0)
23.04. მარტვილი. სტადიონი: ,,მურთაზ ხურცილავა“

გოლები: 1:0 ბარაბაძე (6), 2:0 ტრეტიაკი (29), 3:0 ბარაბაძე (79), 4:0 ბარაბაძე (90+1)
გამოუყენებელი პენალტი: ლ.ჩიხლაძე (89)

მერანი: კულუა, ორბელაძე (კურდღელაშვილი 46), მაისაშვილი, მელიავა, გეწაძე, ლომაშვილი, ტეიდი, ჩალაძე (ჯიქია 82), შულაია, ტრეტიაკი (რუხაძე 64), ბარაბაძე
სათადარიგოები: მამალაძე, წოწონავა, თოლორდავა, ლუკავა
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე

სამგურალი: კუპატაძე, კაკუშაძე, ნერგაძე, კილაძე, ენდელაძე, შალამბერიძე (ლიპარტელიანი 87), გოგიჩაიშვილი, ბრეგვაძე, ჯიმშელეიშვილი, ბანძელაძე (42.ხარაბაძე), ციცხვაია (ჩიხლაძე 61)
სატადარიგოები: კუჭუხიძე, დ.ჩიხლაძე, ჯღამაია, ჩავჩიძე
მწვრთნელი: გია გიგატაძე

გაფრთხილება: ჯიმშელეიშვილი (21), მელიავა (65), გეწაძე (72), ხარაბაძე (75), ენდელაძე (81), მაისაშვილი (82)
არბიტრი: ჯენერი ხორავაскачать dle 10.5фильмы бесплатно
FACEBOOK კომენტარები