,,სამგურალი“-2-მა ,,მერცხალთან“ იფრინა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალი“-2-მა ,,მერცხალთან“ იფრინა
  • ,,სამგურალი“-2-მა ,,მერცხალთან“ იფრინა
    წყალტუბოს ,,სამგურალის“ დუბლებმა რეგიონალური ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში ,,ა“ ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერს - ოზურგეთის ,,მერცხალს“ უმასპინძლა და მეტოქე დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. წყალტუბოელები საწყისი წუთებიდან დაეუფლნენ უპირატესობას, გოლის გატანასთან ახლოს იყო ლაშა ჩიხლაძე, თუმცა მისი დარტყმა მეკარე ირაკლი მურუსიძემ მოიგერია. მასპინძლების მწვავე შეტევები ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა, სადაც აქტიურობით ზურაბ ფანცხავა გამოირჩეოდა, კარგი შეხვედრა ჩაატარეს ლაშა ჩიხლაძემ და ლაშა ჩავჩიძემ, 39-ე წუთზე ,,სამგურალი“ სწორედ მათი შესანიშნავი გარჯის შედეგად დაწინაურდა. ჩიხლაძემ მარჯვნიდან ჩავჩიძეს ზუსტი გადაცემა გაუკეთა და მანაც ოზურგეთელებს პირველი გოლი გაუტანა. ხუთიოდე წუთში ლაშა ჩავჩიძემ ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ლამაზი გოლით დუბლი გაიფორმა. ზვიად ქუთათელაძის შეგირდები მეორე ტაიმშიც ფლობდნენ უპირატესობას. 53-ე წუთზე ლაშა ჩიხლაძემ სამამდე გაზარდა ანგარიში. მესამე გატანილი გოლის შემდეგ მასპინძლები ცოტათი მოდუნდნენ და ოზურგეთელებს გოლის გატანის ორი რეალური შანსი მიეცათ, მაგრამ დამაჯერებლად ითამაშა წყალტუბოელთა მეკარე ალექსანდრე ნუცუბიძემ, რომელმაც საფირმო სეივებით ორი რთული ბურთი მოიგერია. დარჩენილ დროში წყალტუბოელებს კვლავ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვეღარ იყოჩაღეს. ,,მერცხალთან“ მოგების შემდეგ 4 მოგებითა და 2 მარცხით ,,სამგურალი“-2 სატურნირნირო ცხრილში ,,მაჭახელასთან“ ერთად მე-4, მე-5 ადგილებს იყოფს.

    ,,სამგურალი“-2 წყალტუბო - ,,მერცხალი“ ოზურგეთი 3:0
    20.04.წყალტუბო. ,,26 მაისი“ . რეგიონალ ლიგა. მე-6 ტური.
    გოლები: 1:0 ლაშა ჩავჩიძე (37), 2:0 ლაშა ჩავჩიძე (44), 3:0 ლაშა ჩიხლაძე (53)
    ,,სამგურალი“-2 : ნუცუბიძე, ხვადაგიანი (მუკბანიანი 71), ლეშკაშელი, ლუკა ჩავჩიძე, ნაცვლიშვილი, კოპალიანი (ხვიჩია 78), ა.ფანცხავა, ზ.ფანცხავა, ლიპარტელიანი, ლაშა ჩავჩიძე, ლ.ჩიხლაძე (პატარიძე 80)
    სათადარიგოები: ბ.ფანცხავა, კოხრეიძე, ღვაჩლიანი, ჯიმშელეიშვილი
    მწვრთნელი: ზვიად ქუთათელაძე
    ,,მერცხალი“: მურუსიძე, სანიკიძე, ჩიგოგიძე, გოგუაძე, ანდღულაძე, ბურჭულაძე, კურტანიძე, ჩიგოგიძე, ჩხაიძე, სურგულაძე, ნიკურაძე
    სათადარიგოები: ფოფხაძე, ამბრალაძე, კალანდაძე, შაფაქიძე, ნიკურაძე, ხამაშურიძე
    მწვრთნელი: ხარიტონ ჩხატარაშვილი
    გაფრთხილება: ნაცვლიშვილი (74)
    მსაჯი: ზვიად ტუღუში (ბათუმი)
    скачать dle 11.3