,,სამგურალი-2“ ის სიურპრიზები გრძელდება
ორი გუნდით 1/16 ფინალში
წყალტუბოს ,,სამგურალი-2“ აღარ ხუმრობს. ზვიად ქუთათელაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა დღეს თასის მესამე ეტაპის მატჩში, საკუთარ მოედანზე გულრიფშის ,,კოლხი“ 2:1 დაამარცხა და 1/16 ფინალში გავიდა, სადაც ეროვნული ლიგა-1 -ის წარმომადგენელ გორის ,,დილას“ დაუპირისპირდება.
,,სამგურალი-2“- ,,კოლხის“ შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მე-11 წუთზე წყალტუბოელები სწრაფი გოლით ბექა ლეშკაშელმა დააწინაურა, გულრიფშელებმა წონასწორობა მატჩის მეორე ნახევარში აღადგინეს, 59-ე წუთზე გოლი გოჩა ტვილდიანმა გაიტანა. გადამწყვეტი ლევან ლიპარტელიანის გოლი გამოდგა, წყალტუბოელთა ვერცხლის წყალივით მოძრავმა ნახევარმცველმა 78-ე წუთზე ,,სამგურალი-2“ წინ გაიყვანა და საბოლოოდ, მის მიერ გატანილი გოლი წყალტუბოელებისთვის 1/16 ფინალში გამსვლელიც აღმოჩნდა.
ამდენად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალში წყალტუბო ორი გუნდით იქნება წარმოდგენილი. ,,სამგურალი-2“-ის მეტოქეზე ზემოთაც ვთქმით, გია გიგატაძის გუნდი კი სტუმრად ,,ჭიათურას“ დაუპირისპირდება.
скачать dle 11.3