გია გიგატაძე: მთავარია მოვიგეთ, დანარჩენს ყველაფერს ეშველება! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
გია გიგატაძე: მთავარია მოვიგეთ, დანარჩენს ყველაფერს ეშველება!
  • გია გიგატაძე: მთავარია მოვიგეთ, დანარჩენს ყველაფერს ეშველება!

    წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ,,ვიტ ჯორჯიასთან“ მარცხი მალევე დაივიწყა და ეროვნული ლიგა-2-ის მეორე ტურში ,,რუსთავი“ ლამაზ სტილში დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს გია გიგატაძეს ვთხოვეთ...

    გია გიგატაძე: ,,ჩემპიონატი ახალი დაწყებულია და ჯერ გუნდები არ არიან ოპტიმალურ ფორმაში. მოგეხსენებათ, მოსამზადებელ ეტაპზე დიდთოვლობის გამო სამი ამხანაგური შეხვედრა გაგვიცდა, რამაც სრულფასოვნად მომზადებაში ხელი შეგვიშალა. შეხვედრა კარგად დავიწყეთ და ორი ბურთით დავწინაურდით, მაგრამ მეორე ტაიმში გუნდს დაღლა დაეტყო, უპირატესობა მეტოქეს დაუთმო, ,,რუსთავი“ კარგი გუნდია, ამით ისარგებლა და ანგარიში შეამცირა. მდგომარეობა ძალიან იძაბებოდა, მოწინააღმდეგემ იგრძნო, რომ თამაშის გადარჩენა შეიძლებოდა. რაშიც ჩვენც ,,შევუწყვეთ ხელი“. გადამწყვეტი ლაღაძის გოლი აღმოჩნდა, რომელმაც მეტოქე საბოლოოდ გატეხა და მატჩის ბედი გადაწყვიტა. ყველაფერს ეშველება, ფიზიკური და ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება იქნება ეს თუ სხვა რამ, აი, ქულების დაკარგვას კი არაფერი ეშველება. მთავარია, რომ მოვიგეთ და ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. ვულოცავ ფეხბურთელებს, გუნდის წევრებსა და გულშემატკივრებს ეროვნული ლიგა -2_ში პირველ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებს მომავალ შეხვედრებში. скачать dle 11.3