ცხრა ახალწვეული და ,,სამგურალის“ საჩემპიონატო განაცხადი » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ცხრა ახალწვეული და ,,სამგურალის“ საჩემპიონატო განაცხადი
  • დღეს წყალტუბოს ,,სამგურალმა“ კონტრაქტი ცხრა ახალწვეულს გაუფორმა.
    მომავალ ჩემპიონატში ჩვენი კლუბის ღირსებას დაიცავს ვანის ,,სულორის“ ყოფილი ფეხბურთელი, 33 წლის გამოცდილი თავდამსხმელი გაგა ჩხეტიანი, რომელიც წარმყვან ქართულ კლუბებში ასპარეზობის გარდა, რამდენიმე სეზონის განმავლობაში ისრაელის გუნდებში თამაშობდა. საქართველოს უმაღლეს ლიგაში გაგა ჩხეტიანის კარიერა 2002 წელს ქუთაისის “ტორპედოში” დაიწყო. მშობლიურ გუნდში მან 3 სეზონი გაატარა და 48 მატჩში 7 გოლი გაიტანა. შემდეგ იყო “ზესტაფონი” (8 მატჩში 2 გოლი), “ბათუმი” (10 მატჩში 3 გოლი), ისევ “ზესტაფონი” (3 მატჩი), რუსთავის “ოლიმპი” 2008/2009 (26 მატჩი, 2 გოლი). ისრაელში გადაბარგების შემდეგ ჯერ რამათ ჰაშარონის “ჰაპოელში” იყო, სადაც ფორვარდმა 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა. 2010 წელს ჩხეტიანი ნეს ციონას “სეკციაში” აღმოჩნდა და 17 შეხვედრაში 10 გოლით გუნდის საუკეთესო მეგოლე გახდა. მომდევნო სეზონში ჩხეტიანი რანგით მაღალ დივიზიონში გადავიდა და ნათანიას “მაკაბის” მაისური მოირგო. ჩხეტიანის მეოთხე ებრაული გუნდი კფარ სავას “ჰაპოელი" იყო. შემდეგ ბერ შევას ,,მაკაბში" ითამაშა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც თითო–თითო სეზონი მარტვილის ,,მერანსა" და საჩხერის ,,ჩიხურაში" გაატარა. ბოლო სამი სეზონის განმავლობაში კი ვანის ,,სულორში" იასპარეზა.

    ვანიდან ,,სამგურალს“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, 27 წლის მცველი ივანე კილაძე შეუერთდა, რომელიც წყალტუბოელთა რიგებში 2011–2012 წლების სეზონშიც თამაშობდა.

    ორი ფეხბურთელი დაემატა ,,სამგურალს“ ტყიბულის ,,მეშახტედან“. ესენი არიან 24 წლის მცველი თორინიკე ჯიმშელეიშვილი და 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი ცოტნე ხარაბაძე, რომელიც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში სისტემატიურად ასპარეზობდა.

    გია ნერგაძე და თენგიზ ბრეგვაძე ,,სამგურალში“ ქუთაისის ,,ტორპედოდან“ გადმოვიდნენ. 34 წლის ნერგაძეს იმხელა გამოცდილება უმაგრებს ზურგს, რომ მისი საფეხბურთო კარიერა ერთი ვრცელი სტატიის თემად გამოდგება. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, იგი ქართული ფეხბურთის ორი ფლაგმანის: ქუთაისის ,,ტორპედოსა“ და თბილისის ,,დინამოს“ ღირსებას იცავდა და მათთან ერთად დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გახდა. ,,დინამოსთან" ერთად კი სუპერთასიც აღმართა. ნერგაძე წლების მანძილზე სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში ასპარეზობდა და ,,მოროკა სველოუზთან" ერთად ამ ქვეყნის ვიცე ჩემპიონი და თასის მფლობელიც იყო. აღსანიშნავია, რომ კარიერის საწყის ეტაპზე (2002–2003 წწ) იგი წყალტუბოს ,,სამგურალში" თამაშობდა და წყალტუბოელთა რიგებში 4 გოლიც აქვს გატანილი.

    რაც შეეხება თენგიზ ბრეგვაძეს, 21 წლის ნახევარმცველი თავის დროზე ,,ტორპედოში“ სწორედ ,,სამგურალიდან“ გადავიდა, ახლა კი წყალტუბოურ კლუბს დაუბრუნდა და მომავალ სეზონში მის ღირსებას დაიცავს.

    მომავალ ჩემპიონატში ,,სამგურალის“ კარის უსაფრთხოებაზე მეკარე დავით კუპატაძე იზრუნებს. 25 წლის გოლკიპერი ჩვენს გუნდში მარტვილის ,,მერანიდან“ გადმოვიდა. კუპატაძე სხვადასხვა დროს ქუთაისის ,,ტორპედოში“, ,,ზესტაფონსა“ და საჩხერის ,,ჩიხურაში“ თამაშობდა. ვისაც მისი თამაში აქვს ნანახი დაგვეთანხმება, რომ ის საქართველოს ჩემპიონატში ერთ–ერთი ყველაზე სტაბილური და საიმედო კიპერი გახლავთ.

    ,,სამგურალს“ ფოთის ,,კოლხეთიდან“ დაემატა 21 წლის ნახევარმცველი ლაშა ჯღამაია. წყალტუბოური კლუბის ბოლო ახალწვეული კი ,,ბორჯომის“ ყოფილი ბომბარდირი დავით ციცხვაიაა, რომელიც გუნდს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.

    ახალწვეულების უმრავლესობამ ,,სამგურალთან“ ერთად შეკრება გაიარა და ამხანაგურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა, დღეს კი მათთან სეზონის ბოლომდე გაფორმდა ხელშეკრულებები.

    წარმოგიდგენთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც მომავალ სეზონში ,,სამგურალის“ ფორმას მოირგებენ.

    მეკარეები: დავით კუპატაძე, იორამ კუჭუხიძე, ბექა ფანცხავა;

    მცველები: გიორგი ნერგაძე, ივანე კილაძე, თორნიკე ჯიმშელეიშვილი, თორნიკე კაკუშაძე, ზურაბ ენდელაძე, ბექა ბიბილაშვილი;

    ნახევარმცველები: ნიკა შალამბერიძე, ბაქარ ლაღაძე, დემურ ჩიხლაძე, თენგიზ ბრეგვაძე, ლაშა ჯღამაია, ცოტნე ხარაბაძე, გოგი გოგიჩაიშვილი, უშანგი ბანძელაძე, ალეკო ფანცხავა, ზურაბ ფანცხავა;

    თავდამსხმელები: გაგა ჩხეტიანი, დავით ციცხვაია, ლაშა ჩიხლაძე

    მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე, მწვრთნელი:ბესიკ ხაჭიპერაძე

    ცხრა ახალწვეული და ,,სამგურალის“ საჩემპიონატო განაცხადი

    ცხრა ახალწვეული და ,,სამგურალის“ საჩემპიონატო განაცხადი

    ცხრა ახალწვეული და ,,სამგურალის“ საჩემპიონატო განაცხადი

    ცხრა ახალწვეული და ,,სამგურალის“ საჩემპიონატო განაცხადი

    ცხრა ახალწვეული და ,,სამგურალის“ საჩემპიონატო განაცხადი

    ცხრა ახალწვეული და ,,სამგურალის“ საჩემპიონატო განაცხადი

    ცხრა ახალწვეული და ,,სამგურალის“ საჩემპიონატო განაცხადი

    ცხრა ახალწვეული და ,,სამგურალის“ საჩემპიონატო განაცხადი

    ცხრა ახალწვეული და ,,სამგურალის“ საჩემპიონატო განაცხადი
    скачать dle 11.3