ლევან ყიფიანი ,,სამგურალს“ დაემშვიდობა
წყალტუბოს ,,სამგურალი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 25 წლის თავდამსხმელმა ლევან ყიფიანმა დატოვა. გასულ სეზონში მან წყალტუბოელთა რიგებში 15 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ჯერ–ჯერობით, ცნობილი არ არის სად გააგრძელებს ყიფიანი კარიერას. ს.კ ,,სამგურალის“ სახელით მადლობას ვუხდით ლევანს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ საფეხბურთო კარიერაში.
скачать dle 11.3