ინტერვიუ ტარიელ ხაინდრავასთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ინტერვიუ ტარიელ ხაინდრავასთან
  • ტარიელ ხაინდრავა: სამგურალის წარმატებები ყოველთვის გამახარებს!

    წყალტუბოს ,,სამგურალის" მიერ ,,პროლიგა-2" ის საგზურის მოპოვებაში, სხვებთან ერთად, მნიშვნელოვანი წვლილი გუნდის ყოფილ მეკარე ტატო ხაინდრავას მიუძღვის. 21 წლის გოლკიპერმა ,,სამგურალში" 15 შეხვედრა ჩაატარა და თავდადებული თამაშით ადგილობრივი გულშემატკივრების სიყვარული დაიმსახურა.
    ხაინდრავას საიმედო ასპარეზობა დაუფასდა... მან პირველი ლიგის ,,თეთრი ჯგუფის” სეზონის საუკეთესო მეკარის ნომინაციაში გაიმარჯვა, რომელიც, პირველი ლიგის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გამოავლინა.

    სეზონის დასრულების შემდეგ ხაინდრავამ წყალტუბო დატოვა და ამბიციურ გორის ,,დილაში" გადაბარგდა. წარმატებებს ვუსურვებთ ტატოს ახალ კლუბში და გთავაზობთ მასთან მცირე ინტერვიუს.

    -როგორ შეაფასებ წყალტუბოში გატარებულ პერიოდს?

    - გუნდისთვის და პირადად ჩემთვისაც წარმატებული სეზონი იყო. ,,სამგურალში" დიდი გამოცდილება მივიღე. რაც მთავარია, გულშემატკივრების სიყვარულს ვგრძნობდი და მათი მხარდაჭერა ძალას მმატებდა. გასული სეზონი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ნაყოფიერი იყო. ,,სამგურალში" გატარებული პერიოდი ყოველთვის კარგად გამახსენდება.

    -ხობის ,,კოლხეთთან" მნიშვნელოვან შეხვედრაში ბოლო წუთზე პენალტი მოიგერიე და გუნდს გამარჯვება მოაპოვებინე. რას გრძნობდით იმ მომენტში?

    თერთმეტმეტრიანის მოგერიების შემდეგ ხობელთა ფორვარდი ძალაინ ახლოდან ამატებდა და ისიც მოვიგერიე... მატჩი მალევე მორჩა, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ და ისეთი გახარებული ვიყავი ბედნიერებისგან ვერ ვაზროვნებდი. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა. რაც მთავარია, ამ მოგების შემდეგ საქმეები კარგად აგვეწყო, სტუმრად ტყიბულის ,,მეშახტეს" გადამწყვეტი შეხვედრა მოვუგეთ და ,,პროლიგა 2" - ში თამაშის უფლება მოვიპოვეთ.

    -როგორ ფიქრობ, რა შანსები ექნება ,,სამგურალს" ,, პროლიგა 2"-ში?

    - ,,სამგურალი" ძალიან კარგად დაკომპლექტებული გუნდია და ალბათ, მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. წარმატებებს ვუსურვებ ბიჭებს, ,,სამგურალის" გამარჯვებები ყოველთვის გამახარებს.

    - ,,სამგურალის" კარს ახალ სეზონში სავარაუდოდ, მარტვილის ,,მერანის" ყოფილი მეკარე დავით კუპატაძე დაიცვს...

    -დავითი ჩემი მეგობარია. საკმაოდ სტაბილური და გამოცდილი მეკარე არის. დარწმუნებული ვარ ღირსეულად შემცვლის. წარმატებებს ვუსურვებ.

    -ახალი სეზონიდან გორის ,,დილაში" ითამაშებ. შენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

    - ,,დილაში" ადგილის დასამკვიდრებლად ყველაფერს გავაკეთებ. საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობ და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

    - გისურვებთ წარმატებებს!скачать dle 11.3