ჩაშლილი ამხანაგური და სიახლე ,,სამგურალში" » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ჩაშლილი ამხანაგური და სიახლე ,,სამგურალში"
  • ჩაშლილი ამხანაგური და სიახლე ,,სამგურალში"

    წყალტუბოს ,,სამგურალსა" და ქუთაისის ,,ტორპედოს" შორის დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრა, რომელიც 1 თებერვალს ქუთაისში ,,საღორიის" საწვრთნელ ბაზაზე უნდა გამართულიყო, დიდთოვლობის გამო გადაიდო.

    უამინდობის მიუხედავად ,,სამგურალი" ორჯერდ ვარჯიშებს განაგრძობს. დარბაზთან ერთად გუნდი ფიზიკურად მოედანზეც ემზადება. ამსობაში, წყალტუბოელთა რიგებში მატებაა. ორი დღეა ,,სამგურალის" რიგებში მარტვილის ,,მერანის" ყოფილი მეკარე დავით კუპატაძე ვარჯიშობს. 25 წლის გოლკიპერი ,,მერანამდე" ქუთაისის ,,ტორპედოს", ,,ზესტაფონისა" და საჩხერის ,,ჩიხურას" ღირსებას იცავდა.

    მოგეხსენებათ, ,,სამგურალის" ყოფილი მეკარე ტარიელ ხაინდრავა ცოტა ხნის წინ გორის ,,დილაში" გადაბარგდა, ასეთ ვითარებაში, ისეთი გამოცდილი კიპერის დამატება, როგორიც დავით კუპატაძეა, წყალტუბოელისთვის მართლაც რომ კარგი შენაძენია.
    დავით კუპატაძეს სხვა ახალწვეულებთან ერთად კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაუფორმდება.
    скачать dle 11.3