ფრე მარტვილის ,,მერანთან“ » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ფრე მარტვილის ,,მერანთან“
  • წყლტუბოს ,,სამგურალმა“ დღეს მარტვილის ,,მერანთან“ მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა და საკუთარ მოედანზე მეტოქეს 1:1 დაუზავდა. მატჩი საკმაოდ საინტერესო და დინამიური გამოდგა. მწვრთნელებმა 22-ვე ფეხბურთელს მისცეს თავის გამოჩენის შანსი და ტაიმები განსხვავებული შემადგენლობებით ჩაატარეს. მატჩის პირველ ნახევარში გია გიგატაძემ მოედანზე შემდეგი ფეხბურთელები გაიყვანა: კუჭუხიძე, ჯიმშელეიშვილი, ნერგაძე, კილაძე, ბიბილაშვილი, ხარაბაძე, შალამბერიძე, უ.ბანძელაძე, გოგიჩაიშვილი, ჯღამაია და ჩხეტიანი.
    შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. ფეხბურთელები სწრაფ ტემპში ცდილობდნენ თამაშს. პირველი სახიფათო შეტევა სტუმრებმა განახორციელეს, თუმცა, გეწაძის სახიფათო დარტყმა კარს ასცდა. 15-ე წუთზე გოლის გატანასთან ახლოს იყო ,,სამგურალის" ახალწვეული ლაშა ჯღამაია, რომელიც საჯარიმოს ხაზიდან კარში შეუჩერებლივ ურტყამდა, მაგრამ ბურთი გარედან მოხვდა მარტვილელთა კარის ბადეს. თამაში ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, თუმცა, რელური საგოლე მომენტები იშვიათად იქმნებოდა. 34-ე წუთზე ჯღამაიას მიერ კუთხურიდან ჩამოწეოდებულ ბურთს გაგა ჩხეტიანმა სახიფათო თავური მიაყოლა, მაგრამ ბურთი კარს მცირედით ასცდა. ტაიმის ბოლოს ჩხეტიანს ისევ მიეცა თავის გამოჩენის შანსი, წყალტუბოელთა გამოცდილი ფორვარდი მზად იყო ბანძელაძის ფლანგური გადაცემა თავური დაარტყმით დაეგვირგვინებია, მაგრამ სტუმართა მცველმა ითამაშა კარგად, ჩხეტიანს წამით დაასწრო და ვითარება განმუხტა.
    გია გიგატაძემ მეორე ტაიმის დასწყისში ოთხი ფეხბურთელის გარდა ყველა გამოცვალა (მოგვიანებით სხვა ცვლილებებიც განხორციელდა) და შეხვედრა შემდეგი შეამადგენლობით გააგრძელა: კუჭუხიძე, ენდელაძე, ხარაბაძე, ნერგაძე, კილაძე, ყიფიანი, ბრეგვაძე, თ.ბანძელაძე, დ.ჩიხლაძე, ლაღაძე, ლ.ჩიხლაძე. წყალტყბოელები თამაშის განახლებისთანავე დაწინაურდნენ. დემურ ჩიხლაძემ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწორა, მარტვილელებმა ბურთი პირდაპირ ივანე კილაძის მისამართით მოიგერიეს, მანაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და მეკარე ზურაბ მამალაძეს აუღებელი დაურტყა -1:0
    გატანილი გოლის შემდეგ მარტვილელები გააქტიურდნენ და სახიფათო მომენტი შექმნეს, მათი უკრაინელი ლეგიონერის სერგეი ტრეტიაკის სახიფათო დარტყმა გარედან მოხვდა ბადეს. შემდეგ წყალტუბოელებს შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, ჩვეულად ტექნიკურად ითამაშა ლევან ყიფიანმა, ცრუმოძრაობით რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა, საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან სახიფათოდაც დაარტყა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. 55-ე წუთზე სტუმრებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს, მარჯვენა ფლანგიდან კიჭი მელიავამ მეკარის ბაქანთან ახლოს ჩააწოდა ბურთი, სადაც ყველას ტრეტიაკმა დაასწრო და თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა -1:1. შეხვედრა საინტერესო ბრძოლაში გაგრძელდა, სახიფათო მომენტები ხშირად არ იქმნებოდა, თუმცა ორივე გუნდს შეეძლო ანგარიშის შეცვლა. სტუმართაგან სახიფათოდ ურტყამდა ირაკლი რუხაძე, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. წყალტუბოელთაგან კი კარგი საგოლე შანსი ჰქონდა დემურ ჩიხლაძეს, რომელმაც მეკარისგან უყურადღებოდ მიტოვებული კარისკენ, თითქმის მოედნის ცენტრიდან გაუშვა ბურთი, მაგრამ კარში ვერ მოახვედრა. ცოტა ხანში თენგიზ ბრეგვაძის სახიფათო დარტყმა მეკარემ მოიგერია. შემდეგ კი მარტვილელებმა საკუთარ კარში კინაღამ კურიოზული გოლი გაიტანეს, მცველი მეკარეს უბრუნებდა ბურთს, მაგრამ შეცდა და ლამის საკუთარი კარი დალაშქრა. დასამახსოვრებელი იყო მერანელი შოთა ჯიქიას მომენტი, როცა ის მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ბექა ფანცხავამ დიდებულად ითამაშა და ,,სამგურალი“ აშკარა გოლისგან იხსნა. მატჩის ბოლო წუთებზე განსაკუთრებული აღარაფერი მომხდარა და გუნდებმა ამხანაგური შეხვედრა ამხანაგური ანგარიშით დაასრულეს.
    მომდევნო საკონტროლო მატჩს წყალტუბოს ,,სამგურალი" 1 თებერვალს სტუმრად ქუთაისის ,,ტორპედოსთან“ ჩაატარებს. შეხვედრა ,,ტორპედოს“ ბაზაზე გაიმართება. 3 თებერვალს კი ,,სამგურალი“ წყალტუბოში ,,პროლიგა 1“-ის კიდევ ერთ ბინადარს -ფოთის ,,კოლხეთს“ დაუპირისპირდება.


    სამგურალი (წყალტუბო)- მერანი (მარტვილი) 1:1 (0:0)
    (ამხანაგური შეხვედრა)
    28.01.2017. წყალტუბო, სტადიონი : ,,26 მაისი"
    გოლები: 1:0 კილაძე (47), 1:1 ტრეტიაკი (55)
    გაფრთხილება: შალამბერიძე
    სამგურალი: კუჭუხიძე, ბიბილაშვილი (კ), ნერგაძე, კილაძე, უ. ბანძელაძე, ჯიმშელეიშვილი, ხარაბაძე, შალამბერიძე, გოგიჩაიშვილი, ჯღამაია, გ.ჩხეტიანი
    მეორე ტაიმში:
    კუჭუხიძე (ბ.ფანცხავა), ენდელაძე, ხარაბაძე, (ნაცვლიშვილი), ნერგაძე (ზ.ფანცხავა), კილაძე (ა.ფანცხავა), ყიფიანი, ბრეგვაძე, თ.ბანძელაძე, დ.ჩიხლაძე, ლაღაძე, ლ.ჩიხლაძე
    მწვრთნელი: გია გიგატაძე
    მერანი: კულუა, ორბელაძე (კ), მაისაშვილი, მელიავა, ლომაშვილი, ჩალაძე, თოლორდავა, კურდღელაშვილი, შულაია, გეწაძე, ბარაბაძე.
    მეორე ტაიმში:
    მამალაძე, გიორგაძე, ჯანჯღავა, მ.ჯიქია, ტეიდი, გეგია, შ.ჯიქია, წოწონავა, ლუკავა, ტრეტიაკი, რუხაძე
    მსაჯები: ირაკლი ხერხაძე, კობა სადილიანი, მიხეილ კუპატაძე (სამივე ქუთაისი).

    ფრე მარტვილის ,,მერანთან“

    ფრე მარტვილის ,,მერანთან“

    ფრე მარტვილის ,,მერანთან“

    ფრე მარტვილის ,,მერანთან“

    ფრე მარტვილის ,,მერანთან“

    ფრე მარტვილის ,,მერანთან“
    скачать dle 11.3