სამგურალმა ლიცენზია მოიპოვა და ამხანაგურები დაგეგმა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა ლიცენზია მოიპოვა და ამხანაგურები დაგეგმა
  • სამგურალმა ლიცენზია მოიპოვა და ამხანაგურები დაგეგმა

    წყალტუბოს ,,სამგურალი“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. იმერულმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ ,,პროლიგა 2“-ის ლიცენზია მოიპოვა და აღნიშნულ ლიგაში, ახლა უკვე, იურიდიულადაც გაიფორმა ადგილი. ,,სამგურალმა“ ჩემპიონატისთვის სამზადისი 9 იანვარს დაიწყო. თავიდან სამწვრთნელო პროცესი მსუბუქი დატვირთვებით მიმდინარეობდა, ამჟამად კი გუნდი სრული დატვირთვით ემზადება. დღეს 13:00 ხელოვნურსაფარიან მოედანზე გია გიგატაძემ მორიგი ვარჯიში ჩაატარა. მოთელვების, ,,გაწელვებისა“ და სხვადასხვა სავარჯიშო ნიუნსის დამუშავების შემდეგ მწვრთნელებმა გუნდი ორად გაჰყვეს და ერთმანეთში ორი 35 წუთიანი ტაიმი ათამაშეს. ფეხბურთელები მონდომებით ეკიდებოდნენ სამეს და ურთიერთშეხვედრა საკმაოდ აზარტული გამოდგა.
    გუნდში არსებულ ცვლილებებზე წინა რეპორტაჟში ვისაუბრეთ. ამ მხრივ ჯერ-ჯერობით სიახლეები არ არის. ,,სამგურალში“ რამდენიმე ახალი ფეხბურთელი ვარჯიშობს, კონტრაქტები რამდენიმე დღეში უნდა გაფორმდეს და არ გვინდა რომ მოვლენებს დავასწროთ.
    წყალტუბოელებს ამ დღეებში ორი ამხანაგური შეხვედრა აქვთ დაგეგმილი. 25 იანვარს ,,სამგურალი“ საკუთარ მოედანზე ქუთაისის ,,ტორპედოს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. 28 იანვარს კი წყალტუბოელები მარტვილის ,,მერანს“ დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრაც წყალტუბოში გაიმართება.
    სიახლეა სტადიონთან დაკავშირებით. მართალია, ,,სამგურალს“ ,,პროლიგა 2“-ში საშინაო არენად მარტვილის ,,მერანის“ სტადიონი აქვს მითითებული, მაგრამ გაჩნდა შანსი, რომ ჩვენმა გუნდმა საკუთარ არენაზე იასპარეზოს. ამისათვის სტადიონზე იგეგმება ტრიბუნების მოწყობა. წყალტუბოს გამგეობას პროექტისთვის გამოყოფილი აქვს თანხა, გამოცხადებულია ტენდერი და თუკი, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა ,,სამგურალი“ საშინაო შეხვედრებს საკუთარ მოედანზე გამართავს.

    скачать dle 11.3