წყალტუბო "სამგურალი"
1-0
26/04/18
ვიტ ჯორჯია
წყალტუბო "სამგურალი"
მცხეთა.
.
მომდევნო მატჩი მომდევნო მატჩი.
2-1
30/04/18
წყალტუბო სამგურალი
ქობულეთის შუქურა
მარტვილი.
შემოგვიერთდით
პარტნიორები
"სამგურალი" 3-1 "ლიახვი"
დაემატა: 17-11-2016, 22:12
წყალტუბოს ,,სამგურალმა" დღეს პირველი ლიგის მე–15 ტურის შეხვედრაში ცხინვალის ,,ლიახვს" უმასპინძლა და მეტოქე წვიმიან ამინდში 3:1 დაამარცხა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ცხინვალელი კარგად იბრძოდნენ და ,,სამგურალს" სივრცეებს უზღუდავდნენ, თუმცა, წყალტუბოელებმა პირველი ტაიმის მიწურულს მაინც მოახერხეს დაწინაურება, 36–ე წუთზე ბექა ბიბილაშვილმა კუთხურის შემდეგ გოლი თავური დარტყმით გაიტანა.

ცხინვალელებმა ანგარიში 63–ე წუთზე გაათანაბრეს, თავი საბა ლომიამ გამოიჩინა. ამის შემდეგ უპირატესობა მთლიანად მასპინძელთა მხარეს გადავიდა, გია გიგატაძემ ცვლილებებიც გამოიცნო, რამაც შედეგიც მალე გამოიღო. კარგად ჩაერთო შეხვედრაში ლაშა ჩიხლაძე, რამდენიმე სახიფათო შეტევის შემდეგ წყალტუბოელები დაწინაურდნენ, მარჯვენა ფლანგიდან თორნიკე კაკუშაძის ჩაწოდების შემდეგ გიორგი ყიფიანმა თავური დარტყმით ანგარიში 2:1 გახადა. 86–ე წუთზე ლაშა ჩიხლაძემ მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ გამარჯვების შემდეგ ,,სამგურალს" 32 ქულა გაუხდა და კვლავ თეთრი ჯგუფის ლიდერია.скачать dle 10.5фильмы бесплатно
FACEBOOK კომენტარები