მატჩი რომელმაც შესაძლოა ყველაფერი გადაწყვიტოს! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მატჩი რომელმაც შესაძლოა ყველაფერი გადაწყვიტოს!
  • წყალტუბოს ,,სამგურალი" პირველი ლიგის მორიგი ტურის შეხვედრას სტუმრად ტყიბულის ,,მეშახტესთან" გამართავს. მატჩი ,,ვლადიმერ ბოჭორიშვილის" სახელობის სტადიონზე 13 ნოემბერს - 14:00 საათზე დაიწყება.
    სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ტყიბულში გამარჯვების შემთხვევაში ,,სამგურალი" ფაქტობრივად გაინაღდებს პირველი ლიგის საუკეთესოთა შორის ადგილს და მომავალ წელს ,,PRO ლიგა -2" ში ითამაშებს.
    აღნიშნულო მატჩის წინ, ჩვენი გუნდის მსგავსად ,,მეშახტესაც" 26 ქულა აქვს, მაგრამ, ტყიბულელებს ერთით მეტი თამაში აქვთ ჩატარებული. წინა ტურში ისინი სტუმრად ხობის ,,კოლხეთს" დაუპირისპირდნენ და 0:2 დამარცხდნენ.
    კახა გოგიჩაიშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე კარგად თამაშობს და ჩვენს ბიჭებს ძალაინ რთული მატჩი ელით, თუმცა, საბრძოლველად მზად არიან და სასურველი შედეგის მისაღწევად თავს არავინ დაზოგავს.
    მოკლედ, კვირას ,,მეშახტესთან" ფინალის დარი შეხვედრაა და წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ფეხბურთელებს!
    პირველ წრეში ,,სამგურალი"- ,,მეშახტეს" დაპირისპირება წყალტუბოელთა მინიმალური გამარჯვებით 1:0 დასრულდა. იმ შეხვედრაში გამარჯვების გოლი მე-14 წუთზე მამუკა ღონღაძემ გაიტანა.скачать dle 11.3