ინტერვიუ გიორგი მჭედლიშვილთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ინტერვიუ გიორგი მჭედლიშვილთან
  • ვფიქრობ, გაცილებით უკეთეს შედეგს მივაღწევთ, ვიდრე ჩვენგან ელოდებიან!

    სამიოდე დღეში ახალი საფეხბურთო სეზონი აიღებს სტარტს. ეროვნული ლიგა თბილისის ,,დინამოსა" და წყალტუბოს ,,სამგურალის" მატჩით გაიხსნება. ჩვენი გუნდი საუკეთესოთა შორის 19 წლიანი პაუზის შემდეგ იასპარეზებს. ,,სამგურალი" ახალი სეზონისთვის 8 იანვრიდან ემზადება. მოგეხსენებათ, გუნდმა რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა. მათ შორისაა 29 წლის მარჯვენა მცველი გიორგი მჭედლიშვილი, რომელიც ხორვატიისა და ლატვიის ჩემპიონატებში (,,გორიცა", ,,ვენტლსპილსი") ასპარეზობის შემდეგ საქართველოს დაუბრუნდა და ეროვნულ ლიგაში ოთხწლიანი ,,განშორების" შემდეგ ითამაშებს. თუ როგორ ემზადება ,,სამგურალი" ,,დინამოსთან" მატჩისთვის და რა განწყობით ხვდებიან წყალტუბოელები ქვეყნის ჩემპიონთან გასამართ შეხვედრას, ამის თაობაზე გიორგი მჭედლიშვილი გვესაუბრება.

    -გიგი, ხორვატიისა და ლატვიის ჩემპიონატებში ასპარეზობის შემდეგ ეროვნულ ლიგას უბრუნდები, როგორი მოლოდინი გაქვს ?


    - 4 წლის შემდეგ ვუბრუნდები საქართველოს ჩემპიონატს. რა თქმა უნდა, იმედიანად ვარ განწყობილი, ,,გორიცაში" და ,,ვენტლსპილსში" თამაშით კარგი გამოცდილება მივიღე და ეროვნულ ლიგასთან ადაპტაციაც არ გამიჭირდება.
    [
    -ახალ კლუბზე რას იტყვი, როგორ აღმოჩნდი სამგურალში და როგორ შეეწყვე გუნდს?


    - გუნდი ძალიან მომწონს. კარგი გარემოა, მეგობრული ბიჭები არიან, პროფესიონალურად და დიდი მონდომებით ეკიდებიან საქმეს. ზოგიერთთან ერთად ადრეც მითამაშია. მაგალითად, კახაბერ მეშველიანთან ერთად ,,სამტრედიაში" საქართველოს ჩემპიონი გავხდი... კლუბთან ადაპტაცია მალე გავიარე და გუნდსაც შევეწყვე. მოკლედ, ჩვენს კლუბში ყველანაირად კარგი ატმოსფეროა შექმნილი. ჩემი აქ ყოფნა, ,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელის უჩა სოსიშვილის დამსახურებაა, რომელთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მწვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელობისა და გულშემატკივრების იმედები გავამართლო და გუნდს მიზნის მიღწევაში დავეხმარო.

    -შეკრება ანტალიაში გაიარეთ, რას იტყვით თურქეთში გატარებულ დღეებზე, რამდენად ნაყოფიერი მზადება გამოვიდა?

    - თურქეთში, კერძოდ, ლარაში მოსამზადებლად იდეალური პირობები იყო, ძალიან ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა. კარგი ტაქტიკურ-ტექნიკური და ფიზიკური მომზადება გავიარეთ. ვითამაშეთ ამხანაგური შეხვედრები საკმაოდ ძლიერი გუნდების წინააღმდეგ და ვფიქრობ, გუნდი ჩემპიონატისთვის კარგად მომზადებულია.

    - თურქულ შეკრებაზე ჩატარებული საკონტროლო მატჩებიდან რომელ თამაშს გამოარჩევდი ?

    - ბოლო თამაშს გამოვარჩევდი, რომელიც ყაზახური ,,აკჟაიკის" წინააღმდეგ გავმართეთ. აღნიშნულ შეხვედრაში თითქმის ყველა შექმნილი საგოლე მომენტი გამოვიყენეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. რაც შეეხება წინა თამაშებს, ყველა შეხვედრაში ნორმალურად ვიასპარეზეთ, იყო პატარ-პატარა ხარვეზები, მომენტების რეალიზებას ვერ ვახერხებდით... ამიტომაც გამოვარჩიე ბოლო შეხვედრა, სადაც შექმნილი მომენტების რეალიზება მაქსიმალურად შევძელით.

    - რამდენად დიდი კონკურენციაა გუნდში, თუნდაც თქვენს პოზიციაზე?


    - ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, რაც გუნდისთვის ძალიან კარგია. ზოგადად, ,,სამგურალი" კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

    -სამიოდე დღეში ჩემპიონატი იწყება, პირველ ტურში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და სუპერთასის მფლობელ თბილისის ,,დინამოს" ხვდებით. როგორი განწყობაა გუნდში?

    - ჩემპიონატის პირველ მატჩს საბრძოლო განწყობით ვხვდებით. ,,დინამო არენაზე" ,,დინამოს" წინააღმდეგ თამაში ფეხბურთელებისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ჩვენც აღნიშნულ შეხვედრას მოუთმენლად ველოდებით. ზოგადად, ყოველ მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და ბოლომდე დავიხარჯებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ.

    -როგორ ფიქრობ, რა მიზნებისთვის იბრძოლებს სამგურალი?

    - ალბათ, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ,,სამგურალი" მხოლოდ ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის იბრძოლებს... მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი ვიქნებით და ჩემი აზრით გაცილებით უკეთეს შედეგს მივაღწევთ, ვიდრე ჩვენგან ელოდებიან. ვნახოთ, ყველაფრი ჩემპიონატში გამოჩნდება.скачать dle 11.3