სამგურალმა შეკრება მოგებით დაასრულა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა შეკრება მოგებით დაასრულა
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" ამხანაგურ შეხვედრაში ყაზახეთის პრემიერლიგის გუნდი ურალსკის ,,აკჟაიკი" 3:1 დაამარცხა.
    ანგარიში ყაზახებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნეს. წყალტუბოელებმა მალე შესძლეს გათანაბრება. პაპუნა ფონიავას პასით გოლი სერგო კუხიანიძემ გაიტანა -1:1.
    ,,სამგურალი" ცოტა ხანში წინაც გავიდა, ,,სტანდარტულის" შემდეგ ყაზახთა კართან არეულობა შეიქმნა, რითაც ლევან ქურდაძემ ისარგებლა და წყალტუბოელები დააწინაურა - 2:1
    მეორე ტაიმის დასაწყისში კუხიანიძემ მცველის შეცდომით ისარგებლა, მეკარეთან პირისპირ გავიდა და დუბლი გაიფორმა 3:1
    ,,სამგურალი" დარჩენილ დროშიც ფლობდა უპირატესობას, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
    ,,სამგურალმა" ,,აკჟაიკთან" მოგებით თურქული შეკრება დაასრულა და დღეს საღამოს სამშობლოში გამოემგზავრება.

    სამგურალი: მეშველიანი, ქურდაძე, პატარკაციშვილი, ასათიანი, მჭედლიშვილი, კალანდარიშვილი, ფონიავა (34.ჩიხლაძე), ტურე, კირკიტაძე, ლექვთაძე, კუხიანიძე
    მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ:ახვლედიანი, კიკაბიძე, ვერულიძე, დოლიძე, შვანგირაძე
    სათადარიგოები: ქვილითაია, სვანიძე, ბანძელაძე, ბურჯანაძე, ვერულიძე, თევზაძე, ბუხაიძე
    მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილიскачать dle 11.3