გამოცდილი მეკარე სამგურალში » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
გამოცდილი მეკარე სამგურალში
  • ყალტუბოს ,,სამგურალმა" 35 წლის გამოცდილი მეკარე მაქსიმე ქვილითაია დაიმატა.
    კლუბსა და ფეხბურთელს შორის დღეს ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ,,სამგურალის" სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ ახალწვეულს სიმბოლურად კლუბის მაისური გადასცა და მას წარმატებები უსურვა.
    მაქსიმე ქვილითაია, ბოლოს ირანის სუპერლიგის კლუბ „შაჰინ ბუშირში“ თამაშობდა. გასულ სეზონში გუნდის ერთ–ერთი წამყვანი ფიგურა იყო, თუმცა ირანში კორონავირუსის პანდემიის ,,აფეთქების" გამო სამშობლოში მოუწია დაბრუნება.
    ირანში გაგმგზავრებამდე ქვილითაია ხუთი სეზონის განმავლობაში ქუთაისის ,,ტორპედოს" ღირსებას იცავდა. ქუთაისურ გუნდთან ერთად ის გახდა საქართველოს ჩემპიონი და ორ–ორჯერ დაეუფლა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასსა და საქართველოს სუპერთასს.
    კარიერის მანძილზე მაქსიმე ქვილითაიას ,,ტორპედოსთან" ერთად, არაერთ კლუბში უთამაშია. ის ტყიბულის ,,მეშახტეს", ცხინვალის ,,სპარტაკის" თბილისის ,,ლოკომოტივის", ,,ზუგდიდის", საჩხერის ,,ჩიხურასა" და ცხინვალის ,,ლიახვის" ღირსებას იცავდა.
    მაქსიმე ქვილითაია: ,,მიხარია, რომ საქართველოს ეროვნულ ლიგაში დავბრუნდი. ვფიქრობ, ,,სამგურალი" საინტერესო და ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება,
    მაქსიმუმს გავაკეთებ ამ გუნდისთვის და გულშემატკივრებთან ერთად ბევრ გამარჯვებებს ვიზეიმებთ!скачать dle 11.3