სამგურალი–გაგრა 0:0 » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალი–გაგრა 0:0
  • ეროვნული ლიგა 2–ის მე–16 ტურში წყალტუბოს ,,სამგურალმა" ,,გაგრას" უმასპინძლა და უგოლო ფრეს დასჯერდა –0:0 არადა, წყალტუბოელებს 3 ქულის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდათ. მსაჯის მიერ დამატებულ მე–4 წუთზე სერგო კუხიანიძის წაქცევისთვის არბიტრმა ,,გაგრას" კარში პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა გუნდის კაპიტანმა ლუკა რაზმაძემ შეასრულა, თუმცა გაგრელთა მეკარე დავით კერესელიძემ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და პენალტი მოიგერია. მან იქამდეც არაერთხელ იხსნა გაგრელები გაშვებული გოლისგან. განსაკუთრებით სახიფათო კუხიანიძის დარტყმა იყო, რომლის დროსაც სტუმართა კიპერმა ბურთი შესანიშნავი სეივით მოიგერია.
    ზოგადად, შეხვედრა ,,სამგურალის" დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა სტუმრები საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. ძლიერმა ქარმა მატჩს თავისი დაღი დაასვა, ძალიან ჭირდა ბურთის დაჭერა და ზუსტი შორეული გადაცემების გაკეთება. ფრის მიუხედავად, ,,სამგურალმა" სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია შეინარჩუნა.

    სამგურალი-გაგრა 0:0
    ეროვნული ლიგა2, მე-16 ტური
    გამოუყენებელი პენალტი (90+4. ლუკა რაზმაძე)
    ,,სამგურალი": მეშველიანი, ახვლედიანი, ლ.ქურდაძე, პატარკაციშვილი, გაზდელიანი, რაზმაძე, ტურე, ჩიხლაძე (81.რაჟამაშვილი), ბრეგვაძე (46.დოლიძე), კუხიანიძე, კუჭუხიძე (46.ფონიავა)
    სათადარიგოები: ბ.ქურდაძე, ბანძელაძე, იოსელიანი, თევზაძე, ბურჯანაძე, კიკაბიძე
    მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
    გაგრა: კერესელიძე, კაკიაშვილი, ოქროპირიძე, ხაბელაშვილი, სანაშვილი (84.მანაგაძე), ქობულაძე, სამსონია, ერგემლიძე, ბუიღლიშვილი, მაქაცარია, ლაღაძე
    სათადარიგო: ქავთარაძე
    გაფრთხილება: სანაშვილი (33), ხაბელაშვილი (53), ერგემლიძე (58), ბუიღლიშვილი (90+5)
    არბიტრი: დავით სანოძეскачать dle 11.3