სამგურალი თასის ფინალშია » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალი თასის ფინალშია
  • შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში წყალტუბოელები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, რაც გოლშიც გარდასახეს. 29–ე წუთზე ანგარიში პაპუნა ფონიავამ გახსნა. სტუმრებს ტაიმის მიწურულს ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა, მაგრამ შესანიშნავად ითამაშა ,,სამგურალის" მეკარე კახაბერ მეშველიანმა, რომელმაც რთული ბურთი მოიგერია. მან მეორე ტაიმში კიდევ ორ ეპიზოდში იხსნა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან, მომენტები წყალტუბოელებსაც ჰქონდათ. 81–ე წუთზე სტუმრები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ. ბოლო იმედის ჯარიმისთვის არბიტრმა ნიკიტა ბასტრონი გააძევა. მასპინძლებმა მსაჯის მიერ დამატებულ მე–5 წუთზე მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს და სერგო კუხიანიძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0

    სამგურალი 2:0 ჩიხურა
    08.11. 2020. წყალტუბო
    საქართველოს თასი 1/2 ფინალი
    გოლები: 1:0 ფონიავა (29), კუხიანიძე (90+5)

    სამგურალი: მეშველიანი, პატარკაციშვილი, ტურე, გაზდელიანი, ფონიავა (74. ბრეგვაძე), რაზმაძე, კიკაბიძე, ჩიხლაძე, ლ. ქურდაძე, დოლიძე (66. ახვლედიანი), ს. კუხიანიძე (90+5. რაჟამაშვილი)
    სათადარიგოები: ბ. ქურდაძე, კუჭუხიძე, იოსელიანი, თევზაძე, მეგრელაძე
    მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
    ჩიხურა: ზარქუა, კამლაძე (61. ბუხაიძე), კაშია, ჯაფიაშვილი, ჯავაშვილი, ბერეზოვი (57. წიქარიძე), ბასტრონი, კორიფაძე, დეკანოიძე, კახაბრიშვილი, მისტულოვი (71. კიკაბიძე)
    სათადარიგოები: ბეგაშვილი, მაჩაიძე, გვაზავა, ღავთაძე, ჩიკვაიძე, ჯიგკაევი
    მწვრთნელი: ვახტანგ თურმანიძე
    გაფრთხილება: ბერეზოვი (53)
    გაძევება: ბასტრონი (81)
    არბიტრი: ბ. ნინუა
    скачать dle 11.3