,,სამგურალის" სპორტულ დირექტორად ბესიკ ხაჭიპერაძე დაინიშნა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალის" სპორტულ დირექტორად ბესიკ ხაჭიპერაძე დაინიშნა
  • წყალტუბოს ,,სამგურალის" სპორტულ დირექტორად გამოცდილი კადრი, მწვრთნელთა ,,ა“ ლიცენზიის მფლობელი, ბესიკ ხაჭიპერაძე დაინიშნა.
    იგი ჩვენი კლუბის ღირსებას 2010 წლიდან იცავს. კლუბისთვის ფინანსურად ურთულეს წლებში იყო გუნდის კაპიტანი და წამყვანი ფეხბურთელი. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ დაინიშნა ,,სამგურალი" 2-ის მთავარ მწვრთნელად, შემდგომში გახლდათ ,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, ბოლოს, კლუბში ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარების პროგრამას ხელმღვანელობდა და პარალელურად, მთავარი მწვრთნელის ასისტენტის ფუნქციებსაც ასრულებდა.
    საფეხბურთო კარიერის დროს ბესიკ ხაჭიპერაძე ,,სამგურალის“ გარდა თამაშობდა მოლდოვურ ,,ნისტრუში“, თბილისის ,,თბილისში“ , ქუთაისის ,,ტორპედოში“, ,,სამტრედიაში“, ტყიბულის ,,მეშახტეში", გორის ,,დილასა" და ცხინვალის ,,სპარტაკში“ . მან საფეხბურთო კარიერა ,,სამგურალში“ დაასრულა და მას შემდეგ გუნდის სამსახურშია.
    ვულოცავთ, ბესიკ ხაჭიპერაძეს ახალ პოზიციაზე დანიშვნას და ,,სამგურალთან“ ერთად დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!
    ახლა კი მისი კომენტარი -
    ბესიკ ხაჭიპერაძე: ,,მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის პრეზიდენტ ბატონ მიხეილ იაშვილს და აღმასრულებელ დირექტორ, ბატონ თედო ფესტვენიძეს, გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის ამ პოზიციაზე მუშაობა ახალი გამოწვევა და დიდი პასუხისმგებლობაა. ,,სამგურალი" ჩემთვის მეორე ოჯახია, საფეხბურთო კარიერა აქ დავასრულე და სამწვრთნელო კარიერაც წყალტუბოში დავიწყე. კლუბთან ერთად არაერთი რთული წელიწადი გამოგვივლია, დღეს, საბედნიეროდ, გუნდი სხვა გამოწვევების წინაშეა, კლუბის ხელმძღვანელობას ყველა პირობა აქვს შექმნილი იმისთვის, რომ გუნდმა წარმატებებს მიაღწიოს და სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდეს. იმედი მაქვს, ამ საქმეში მოკრძალებულ წვლილს ჩემი საქმიანობითაც შევიტან."скачать dle 11.3