გამოუყენებელი მომენტები და დასანანი მარცხი შუქურასთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
გამოუყენებელი მომენტები და დასანანი მარცხი შუქურასთან
  • ,,სამგურალმა" ქობულეთში გათამაშების ლიდერ ,,შუქურასთან" დასანანი მარცხი იწვნია. წყალტუბოელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას, მეტოქის კართან არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ხან მასპინძელთა მეკარე გაბრიელ თებიძე იყო მოწოდების სიმაღლეზე, ხანაც ბურთი მცირე მანძილით სცდებოდა კარს.
    შეხვედრა ,,სამგურალის" შეტევებით დაიწყო, ზედიზედ ორჯერ ლუკა რაზმაძე იყო ახლოს მიზანთან, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციებიდან დარტყმა არ გამოუვიდა. პირველი ეპიზოდისას მის დარტყმულ ბურთს მეკარე გადაეღობა, მეორე მცდელობა კი, როცა კუხიანიძის წამოწყებულ შეტევას აგვირგვინებდა, ბურთი ხარიხას გადააცილა. ქობულეთელებმა 27-ე წუთზე მწვავედ უპასუხეს, თუმცა ჯეფინიოს დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
    36-ე წუთზე ,,შუქურა" კიდევ ერთხელ გადაურჩა გაშვებულ გოლს. რაზმაძემ კუხიანიძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, თებიძემ დროულად დატოვა კარი და კუხიანიძის დარტყმა მოიგერია, დამატებაზე ჩიხლაძე ურტყამდა, მაგრამ მცველი გადაეღობა, ბურთი რაზმაძეს მიუვიდა, მისი დარტყმის შემდეგ კი ბურთი მცველს მოხვდა და კარს მცირე მანძილით აცდა. მომდევნო შეტევისას კუხიანიძემ მცველს აართვა ბურთი და ფონიავას საჯარიმოში კარგი პასი გაუკეთა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში კვლავ ვერ ვიყოჩაღეთ, მასპინძლები ისევ გადარჩნენ. ამდენი გამოუყენებელი მომენტები სტუმრებს ძვირად დაუჯდათ, 55- ე წუთზე ჩელებაძემ პენალტი ,,გამოიმუშავა" და ტატანაშვილმა ზუსტი დარტყმით ,,შუქურა" წინ გაიყვანა - 1:0
    გაშვებული გოლის შემდეგ ,,სამგურალმა" მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და ,,შუქურა" კარს მიაჯაჭვა, ძალიან ახლოს იყო მიზანთან სერგო კუხიანიძე, მაგრამ წყალტუბოელებს ფორტუნამ აქცია ზურგი - კუხიანიძის დარტყმა ძელს მოხვდა, დამატებაზე შეცვლაზე შესული თენგიზ ბრეგვაძე ურტყამდა მაგრამ არაზუსტად. შემდეგ გაზდელიანს ჰქონდა გატანის შანსი, რაზმაძის ჩაწოდების შემდეგ, მან ზუსტად ვერ დაარტყა და ბურთი მცირედით ასცდა მიზანს. ბოლოს კუხიანიძე ურტყამდა თავით სახიფათოდ, მაგრამ მასპინძლები ისევ გადარჩნენ და თამაშიც იქვე დასრულდა.
    მომდევნო შეხვედრას ,,სამგურალი" 4 ოქტომბერს ბოლნისის ,,სიონის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა წყალტუბოში 26 მაისის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.
    შუქურა 1:0 სამგურალი
    გოლი: დიმიტრი ტატანაშვილი (55.პენ)
    30.09.ქობულეთი ,,ჩელე არენა"
    შუქურა: თებიძე, კომახიძე, გოგიტიძე, კალანდია, ფარტენაძე, ჯერალდო, გურეშიძე, ჯიქია (51.კურმაშვილი), ჩელებაძე (77.ხმალაძე), ჩაჩუა, ტატანაშვილი (82.გადრანი)
    სათადარიგო: ტაკიძე, ფოთელიძე, აშორტია, აფხაზავა
    მთავარი მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი.
    სამგურალი: მეშველიანი, ასათიანი, რაზმაძე, ლ.ქურდაძე, ბანძელაძე, კიკაბიძე (46.გაზდელიანი), ბურჯანაძე (78.კუჭუხიძე), ტურე, ფონიავა (78.ბრეგვაძე), ჩიხლაძე, კუხიანიძე
    სათადარიგოები: ბ. ქურდაძე, პატარკაციშვილი, ახვლედიანი, იოსელიანი, რაჟამაშვილი, თევზაძე
    მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
    მწვრთნელები: ბესიკ ხაჭიპერაძე, გიორგი ნერგაძე, თამაზ სამხარაძე
    გაფრთხილება: გოგიტიძე (22), გურეშიძე (45+1), რაზმაძე (53), მეშველიანი (55), თებიძე (61), კუხიანიძე (68), ფონიავა (69)
    მსაჯები
    არბიტრი - ჯ. ხორავაскачать dle 11.3