ბრძოლა ბოლო წამებამდე – სამგურალმა რუსთავი დაამარცხა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ბრძოლა ბოლო წამებამდე – სამგურალმა რუსთავი დაამარცხა
  • შეხვედრა ,,სამგურალისთვის" არც თუ კარგი სცენარით დაიწყო, ანგარიში რუსთაველებმა მე–10 წუთზე გახსნეს. სამხარაძის გადაცემის შემდეგ გოლი თომა ტაბატაძემ გაიტანა. გოლის შემდეგ წყალტუბოელები შეტევაზე გადავიდნენ, კარგი მომენტები ჰქონდათ სერგი კუხიანიძეს და შალვა ბურჯანაძეს, თუმცა ტაიმის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა. 39–ე წუთზე შესანიშნავად ითამაშა პაპუნა ფონიავამ, მცველს ბურთია აართვა და ეფექტური ,,მოჭრილი" დარტყმით ანგარიში გაათანაბრა 1:1
    მთელი მეორე ტაიმი წყალტუბოელები უტევდნენ და მეტოქის კართან არაერთი მომენტი შექმნეს. სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა გუნდის ერთ–ერთი ლიდერი გრიგოლ დოლიძე. სირთულეების მიუხედავად, წყალტუბოელებმა ბოლო წამებზე შეძლეს მეტოქის გატეხვა და სამი ქულის მოპოვება. მასპინძლებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მე–4 წუთზე გაიტანეს. სტუმრების მხრიდან ხელის თამაშისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც დემურ ჩიხლაძემ გოლად აქცია.


    22.09. წყალტუბო. 26 მაისი

    0:1 თ. ტაბატაძე (10), 1:1 პ. ფონიავა (39), 2:1 დ. ჩიხლაძე (90+4-პენ)

    სამგურალი: კ. მეშველიანი, უ. ბანძელაძე, ლ. ასათიანი, ლ. ქურდაძე, თ. კიკაბიძე (65. გ. გაზდელიანი), ლ. რაზმაძე, შ. ბურჯანაძე, პ. ფონიავა, ი. ტურე, დ. რაჟამაშვილი (46. გ. დოლიძე/73. დ. ჩიხლაძე), ს. კუხიანიძე

    სათადარიგოები: ო. პატარკაციშვილი, თ. ბრეგვაძე, ი. ახვლედიანი, ლ. კუჭუხიძე, გ. თევზაძე, ბ. ქურდაძე

    მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

    რუსთავი: ვ. პროკოპენკო, გ. გოცაძე, ნ. აფაქიძე (42. დ. დობროვოლსკი), ბ. ხარშილაძე, ზ. ჭავჭანიძე, გ. სამხარაძე, შ. მაღალდაძე, ვ. ლუბკო (25. ა. გუჯაბიძე), ა. ენდელაძე (68. პ. კიტეიშვილი), გ. ხარებაშვილი, თ. ტაბატაძე

    სათადარიგოები: გ. ჭეიშვილი, გ. გოგილაშვილი, ბ. აქუბარდია, ა. თვალოძე

    მწვრთნელი: თემურ მახარაძე

    გაფრთხილება: ლ. ასათიანი, ლ. რაზმაძე - ვ. ლუბკო

    არბიტრი: დ. ხარიტონაშვილიскачать dle 11.3