სამგურალი თასის მერვედფინალშია » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
30 სექტემბერი, 15:00
შუქურა
სამგურალი
წინა მატჩი
22 სექტემბერი, 16:00
სამგურალი2
რუსთავი1
ლიგა 2 - ცხრილი
სამგურალი თასის მერვედფინალშია
  • სამგურალმა ვიტ–ჯორჯია დიდი ანგარიშით დაამარცხა და თასის მერვედფინალში გავიდა
    წყალტუბოს ,,სამგურალი" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალშია. უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს თასის მეორე ეტაპზე თბილისის ,,ვიტ ჯორჯია" დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
    ჩემპიონატსა და თასზე ეს წყალტუბოელების ზედიზედ მეხუთე მოგება იყო. აღსანიშნავია, რომ 8–მდე გაიზარდა წაუგებელი მატჩების სერია. გარდა ამისა, 7 მატჩია ,,სამგურალს" საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია.
    შეხვედრის მიმდინარეობას ანგარიშიც კარგად ასახავს. უჩა სოსიაშვილმა გუნდი ნომინალური ფორვარდის გარეშე ათამაშა, თუმცა, ამას წყალტუბოელებისთვის მომენტების შექმნასა და გოლების გატანაში ხელი არ შეუშლია. შემტევების ფუნქციები დავით რაჟამაშვილმა და გრიგოლ დოლიძემ შეითავსეს, რომელთა უკანაც დემურ ჩიხლაძე მოქმედებდა. ზოგადად, ყველა ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა, თუმცა, დოლიძე მართლაც გამორჩეული იყო. 28–ე წუთზე მან სამი მცველის გარემოცვაში კარში ტექნიკურად, დაბალი ტრაექტორიით დაარტყა და ,,სამგურალი" წინ გაიყვანა–1:0 43–ე წუთზე დოლიძემ საგოლე გადაცემა გაუკეთა რაჟამაშვილს, რომელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი თბილისელთა კარში. იქამდე წყალტუბოელებს არაერთი ბურთის გატანა შეეძლოთ, ანგარიშის გაზრდის ყველაზე რეალური შესაძლებლობა 36–ე წუთზე პაპუნა ფონიავას ჰქონდა, მაგრამ მის მიერ შესრულებული პენალტი მეკარე ლევან ისეგრიშვილმა მოიგერია.
    წყალტუბოელებმა მესამე ბურთი შესვენების შემდეგ გაიტანეს. 67–ე წუთზე ხელით თამაშისთვის მეტოქის კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც დემურ ჩიხლაძემ გოლად აქცია 3:0
    ბოლოს, ვიტელებმა პრესტიჟის გოლის გატანა სცადეს, რამდენჯერმე სახიფათოდაც დაარტყეს კარში, მაგრამ მეკარე ბექა ქურდაძემ ითამაშა დამაჯერებლად და კარი მშრალად შეინახა.
    ,,სამგურალმა" დამაჯერებელი მოგებით თასის მეორე ეტაპი გადალახა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქე საგარეჯოს ,,გარეჯი" იქნება.

    სამგურალი–ვიტ ჯორჯია 3:0
    29.08. წყალტუბო ,,26 მაისი"
    1:0 დოლიძე (28), 2:0 რაჟამაშვილი (43), 3:0 ჩიხლაძე (67.პენ)
    სამგურალი: ბ. ქურდაძე, ბანძელაძე, ასათიანი, ლ.ქურდაძე, გაზდელიანი, ფონიავა (70.ახვლედიანი), რაზმაძე, ტურე, ჩიხლაძე, დოლიძე (77.ხელიძე), რაჟამაშვილი (77.კიკაბიძე)
    სათადარიგოები: მეშველიანი, პატარკაციშვილი, კუხიანიძე, კუჭუხიძე, თევზაძე, ბურჯანაძე
    მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
    მწვრთნელები: ბესიკ ხაჭიპერაძე, გიორგი ნერგაძე, თამაზ სამხარაძე
    არბიტრი: გიორგი ავაზაშვილიскачать dle 10.5фильмы бесплатно