სამგურალმა ოდიში გაიარა, წინ ვიტ–ჯორჯიაა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
30 სექტემბერი, 15:00
შუქურა
სამგურალი
წინა მატჩი
22 სექტემბერი, 16:00
სამგურალი2
რუსთავი1
ლიგა 2 - ცხრილი
სამგურალმა ოდიში გაიარა, წინ ვიტ–ჯორჯიაა
  • საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის პირველ ეტაპზე ,,სამგურალს" მეტოქედ მეოთხელიგელი ზუგდიდის ,,ოდიში" ერგო. ზუგდიდელებს ქვედალიგელების სტატუსის მიუხედავად საკმაოდ კარგი, გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შემადგენლობა ჰყავთ, რომელთაც ასევე მრავლისმნახველი მწვრთნელი ბესიკ შეროზია ხელმძღვანელობს. რა თქმა უნდა, წყვილში ფავორიტი ,,სამგურალი" იყო, მაგრამ თასზე ხშირად მომხდარა, რომ ქვედალიგელებს ფავორიტები გაუმწარებიათ. ამიტომაც, წყალტუბოელები ზუგდიდურ მატჩს მთელი სერიოზულობით მიუდგნენ, ,,სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა ,,ოდიშის" წინააღმდეგ საბრძოლო შემადგენლობა დააყენა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ,,ოდიში" დიდი მომდომებით თამაშობდა და შეტევებს ცდილობდა, თუმცა პირველ ტაიმში სახიფათო მომენტები ძირითადად მათ კართან იქმნებოდა. 16–ე წუთზე სერგი კუხიანიძის სახიფათო დარტყმა მეკარე მანუჩარ ივარდავამ მოიგერია. მასპინძელთა კარის დარაჯმა ცოტა ხანში ისუფ ტურეს დარტყმული ბურთიც უკუაგდო. 23–ე წუთზე კვლავ კუხიანიძე ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ამჯერად ბურთი სამიზნეს ასცდა. 30–ე წუთზე გრიგოლ დოლიძემ სახიფათო საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ივარდავამ ამ ეპიზოდშიც იმარჯვა. ცოტა ხანში მასპინძლებსაც ჰქონდათ კარგი მომენტი, მაგრამ დიმიტრი თუთბერიძის დარტმის შემდეგ ბურთი მეკარე ბექა ქურდაძემ მოიგერია. ტაიმის დასრულებამდე ,,სამგურალი" დომინირებდა, კუხიანიძე კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, კარშიც დაარტყა, მაგრამ ,,დუელში" გამარჯვებული კვლავ მეკარე ივარდავა გამოდგა. 40–ე წუთზე პაპუნა ფონიავას ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტად ვერ დაარტყა.
    მეორე ტაიმის დაწყებამდე უჩა სოსიაშვილმა ცვლილებას მიმართა, დავით რაჟამაშვილის ნაცვლად მოედანზე დემურ ჩიხლაძე შეიყვანა, ეს ცვლილება მატჩის საბოლოო შედეგისთვის ერთ–ერთი საკვანძო გამოდგა, დემურ ჩიხლაძემ საგოლე გადაცემა მიითვალა... თუმცა, მანამდე ,,სამგურალი" გოლს გადაურჩა, ლაშა კუკავა ახლოდან კარში ურტყამდა, მაგრამ ბექა ქურდაძემ შესანიშნავად ითამაშა და რთული ბურთი მოიგერია.
    საპასუხო შეტევისას ზუგდიდელები საჯარიმოს ხაზთან დაჯარიმდნენ, წყალტუბოელებმა ჯარიმა სწრაფად გაითამაშეს და სანამ მასპინძლები გონს მოვიდოდნენ ჩიხლაძის პასით დოლიძემ სტუმრები წინ გაიყვანა 0:1
    გოლის შემდეგ ორჯერ ფონიავა ურტყამდა სახიფათოდ, ერტხელ კი ჩიხლაძე, თუმცა ბურთი კარს სამივე შემთხვევაში ასცდა.
    ზუგდიდელები გოლის გატანას და შეხვედრის დამატებით დროში გადატანას ცდილობდნენ, მიზანთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ 81–ე წუთზე ლაშა კუკავამ რეალური მომენტი ვერ გამოიყენა.
    დარჩენილ დროში დასამახსოვრებელი აღარაფერი შექმნილა, ერთი კუხიანიძე სიღრმიდან გადიოდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ გვერდითმა თამაშგარის მანიშნებელი ალამი ასწია და შეტევაც ასე დასრულდა. ,,სამგურალმა" მატჩი მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე და მეორე ეტაპზე თბილისის ,,ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდება.

    ოდიში 0:1 სამგურალი
    23.08. განმუხური-ცენტრალური
    საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი - I ეტაპი
    0:1გრიგოლ დოლიძე (50.დემურ ჩიხლაძის პასით)
    სამგურალი: ბ.ქურდაძე, ბანძელაძე, ლ.ქურდაძე, ასათიანი, რაზმაძე, გაზდელიანი, რაჟამაშვილი (46.ჩიხლაძე), ფონიავა (80.კუჭუხიძე), დოლიძე (67.ახვლედიანი), ტურე, კუხიანიძე
    სათადარიგოები: მეშველიანი, ბურჯანაძე, კიკაბიძე, ამბროლაძე
    მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
    მწვრთნელები: ბესიკ ხაჭიპერაძე, თამაზ სამხარაძე, გიორგი ნერგაძე
    скачать dle 10.5фильмы бесплатно