სამგურალმა ნავსი არაგვთან გატეხა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა ნავსი არაგვთან გატეხა
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" დღეს დუშეთის ,,არაგვს" უმასპინძლა და სერგო კუხიანიძის დუბლით მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა 2:0.
    უჩა სოსიაშვილის დამოძღვრილმა გუნდმა მეტოქეს შემტევი ფეხბურთი შესთავაზა, პირველი გოლი საკმაოდ სწრაფად გავიდა. 15–ე წუთზე დავით რაჟამაშვილის გადაცემის შემდეგ სერგო კუხიანიძემ ,,სამგურალი" თავური დარტყმით დააწინაურა – 1:0. 29–ე წუთზე მას მეორე გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა, საჯარიმოს გარედან შესანიშნავად დაარტყა, მაგრამ სტუმრები გოლისგან ხარიხამ იხსნა.
    პირველ ტაიმში წყალტუბოელებმა კიდევ რამდენიმე მწვავე იერიში განახორციელეს, თუმცა ანგარიში მატჩის მეორე ნახევრამდე აღარ შეცვლილა.
    შესვენების შემდეგ სტუმრები გაცილებით აქტიურად გამოიყურებოდნენ, კარგად ჩაერთო თამაშში ნიკოლოზ ხინთიბიძე, რომელსაც გოლის გატანის რეალური შანსი მიეცა, მაგრამ ბურთი აეჭრა და ცარიელ კარში ვერ მოახერხა გადაგზავნა.
    59–ე წუთზე კიდევ ერთი შესანიშნავი მომენტი ჰქონდა სერგო კუხიანიძეს, მან მეკარე და მცველები მოატყუა, მაგრამ ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.
    თუმცა, წყალტუბოელთა ახალგაზრდა ბომბარდირმა ათიოდე წუთში დუბლი მაინც გაიფორმა, მცველებს ბურთი ჩაუჭრა, სისწრაფე აკრიბა და მეკარესთან პირისპირ გასულმა შანსი ხელიდან არ გაუშვა – 2:0
    ცოტა ხანში კუხიანიძე კარგ გადაცემას უკეთებდა გაგა გაზდელიანს, რომლის დარტყმული ბურთიც მცირე მანძილით ასცდა სტუმართა კარს.
    80–ე წუთზე ტურეს ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, წყალტუბოელთა ლამაზ კომბინაციას სწორედ კოტდივუარელი აგვირგვინებდა, მაგრამ მცირედით არაზუსტად. 83–ე წუთზე მთიულებსაც შეეძლოთ ერთი ბურთის გაქვითვა, მაგრამ ზვიად ქანთარიას დარტყმის შემდეგ ბექა ქურდაძემ ურთულესი ბურთი მოიგერია.
    საბოლოოდ, ,,სამგურალმა" 2:0 გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში მე–6 პოზიციაზე გადაინაცვლა.
    მომდევნო შეხვედრას წყალტუბოელები 12 აგვისტოს თბილისში მეორეადგილოსან ,,გაგრასთან" გამართავენ.

    სამგურალი - არაგვი 2:0
    05.08.2020. წყალტუბო ,,26 მაისი"
    1:0 კუხიანიძე (15), 2:0 კუხიანიძე (68)
    სამგურალი: ბ.ქურდაძე, ბანძელაძე, ლ.ქურდაძე, ასათიანი, რაზმაძე, გაზდელიანი, რაჟამაშვილი (87.ბრეგვაძე), ფონიავა, ჩიხლაძე (68.ბურჯანაძე), ტურე, კუხიანიძე (78.კუჭუხიძე)
    სათადარიგოები: მეშველიანი, კიკაბიძე, ახვლედიანი, დოლიძე, ამბროლაძე, იოსელიანი
    მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
    მწვრთნელები: ბესიკ ხაჭიპერაძე, თამაზ სამხარაძე, გიორგი ნერგაძე
    არბიტრი:ჯენერი ხორავა
    скачать dle 11.3