მოულოდნელი ფრე » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
18 ოქტომბერი, 14:00
დინამო ზგ
სამგურალი
წინა მატჩი
4 ოქტომბერი, 16:00
სამგურალი2
სიონი0
ლიგა 2 - ცხრილი
მოულოდნელი ფრე
  • წყალტუბოელები საწყისი წუთებიდანვე ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას, მაგრამ მთელი გუნდით დაცვაში ჩამჯდარ ზუგდიდელებთან საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ, მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა რამდენიმე რეალური შანსი გაუშვეს ხელიდან. დებიუტშივე კარგი მომენტი ჰქონდა თედო კიკაბიძეს, რომელმაც შორიდან მოულოდნელად კარში დაარტყა და მეკარემ გაჭირვებით შესძლო ბურთის მოგერიება. ,,სტანდარტულის" შემდეგ სახიფათოდ ურტყამდა თავით ლევან ქურდაძე, ბურთი ოდნავ ასცდა კარს. შემდეგ დემურ ჩიხლაძე ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ მეკარე კვლავ აკონტროლებდა სიტუაციას.
    მეორე ტაიმში კუხიანიძის თავური დარტყმა ასცდა მიზანს. ჩიხლაძის საჯარიმო დარტყმა მეკარემ მოიგერია. 73–ე წუთზე ზუგდიდელები 10 ფეხბურთელით დარჩნენ. კუხიანიძის წაქცევისთვის არბიტრმა მახარაძეს მეორე ყვითელი ბარათი აუფრიალა და მოედანი დაატოვებინა.
    კარგი საგოლე შანსი ჰქონდა შეცვლაზე შესულ თენგიზ ბრეგვაძეს, მისი დარტყმის შემდეგ ბურთი მეკარემ ,,ძელის დახმარებით" კარის ხაზიდან მოიგერია. ბოლოს შაკო ბურჯანაძე ურტყამდა სახიფათოდ,მაგრამ კვლავ მეკარე ჯომიდავამ ითამაშა ყურადღებით. საბოლოოდ შეხვედრა უგოლოდ 0:0 დასრულდა.

    სამგურალი 0:0 დინამო ზუგდიდი
    სამგურალი: მეშველიანი, კიკაბიძე (57.ბანძელაძე), ლ.ქურდაძე, ასათიანი, თევზაძე (34.კუჭუხიძე), ბურჯანაძე, ფონიავა, ჩიხლაძე, ტურე, ახვლედიანი (84.ბრეგვაძე), კუხიანიძე
    სათადარიგოები: ბ.ქურდაძე, რაზმაძე, რაჟამაშვილი, ვოსკანოვი, გაზდელიანი
    მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

    ზუგდიდი: ჯომიდავა, მოსემღვდლიშვილი, ბურკაძე, ქირია, აბუსელიძე (71.გუგუჩია), მესხი (46.ცირდავა), რუხაია, ჭანუყვაძე (62.გილმორი), მინდორაშვილი, მახარაძე, სიჭინავა
    სათადარიგოები: ეხვაია, ნადირაძე, ხუნჯგურუა, კლიმიაშვილი, ხაბეიშვილი, ბერიშვილი
    მთავარი მწვრთნელი: კახი გოგიჩაიშვილი
    გაფრთხილება: მახარაძე (21), რუხაია (28), სიჭინავა (66), ბრეგვაძე (90+1), ფონიავა (90+3)
    გაძევება: მახარაძე (73)
    არბიტრი - ტ. რუხაიაскачать dle 10.5фильмы бесплатно