კუხიანიძის დუბლი და ფრე დრამატულ შეხვედრაში » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
კუხიანიძის დუბლი და ფრე დრამატულ შეხვედრაში
  • დრამატული გამოდგა ბოლნისში ჩატარებული შეხვედრა, რომელშიც ,,სამგურალი" ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ გუნდს - ,,სიონს" სტუმრობდა.
    უჩა სოსიაშვილმა თავიდანვე შემტევი ტაქტიკა აირჩია, წყალტუბოელებმა მეტოქეს მათსავე საჯარიმოსთან აქტიური პრესინგი შესთავაზეს და მიზანთანაც ახლოს იყვნენ, მე-5 წუთზე დემურ ჩიხლაძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ბურთი მცირედით ასცდა მუჯრიშვილის კარს. ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა დავით რაჟამაშვილს, მან მცველები და მეკარე მოატყუა, მაგრამ თითქოსდა დარტყმა დაუგვიანდა და თარხნიშვილმა ჯარიმის ზღვარზე, პენალტის რისკის ფასად შეძლო ვითარების განმუხტვა.
    სანაცვლოდ, ბოლნისელებმა პირველივე რეალური საგოლე მომენტი გამოიყენეს, კუთხურის შემდეგ წყალტუბოელთა დაცვაში არეულობა შეიქმნა, ბურთის გამოტანა ვერ მოხერხდა და ჯაბა უგულავამ ახლო მანძილიდან მასპინძლები დააწინაურა.
    გაშვებული გოლის შემდეგ ,,სამგურალი" მთელი ძალებით შეტევაზე გადავიდა, ბოლნისელები ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე იყვნენ ორიენტირებულნი, მეკარე მუჯრიშვილსაც საკმაოდ ბევრი საქმე გაუჩნდა, 35-ე წუთზე მან ,,სიონი" აშკარა გოლისგან იხსნა, როცა ბოლნისელ მცველს ბურთი საკუთარი კარისკენ აეჭრა. შემდეგ დემიკო ჩიხლაძის სახიფათო საჯარიმო დარტყმაც მოიგერია.
    სახიფათოდ უტევდნენ მეტოქის კარს ისუფ ტურე და თედო კიკაბიძეც, თუმცა პირველი ნახევარში სტუმრებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს.
    ,,სამგურალი" მეორე ტაიმშიც ბევრს უტევდა. მუჯრიშვილმა კუხიანიძეს ურთულესი დარტყმა აუღო, კარგად ჩაერთო თამაშში ლაშა კუჭუხიძე, მეტოქეზე ზეწოლამ შედეგი გამოიღო, 73-ე წუთზე ხელით თამაშისთვის ბოლნისელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც სერგო კუხიანიძემ უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
    გოლის შემდეგ ,,სამგურალი" კვლავ უტევდა, წყალტუბოელები დიდ დროს ატარებდნენ მეტოქის საჯარიმოში, თუმცა უკან სივრცეები ღია რჩებოდათ და მეტოქე სახიფათო კონტრიერიშებს ახორციელებდა. 82-ე წუთზე სიხარულიას ძალზედ სახიფათო დარტყმა მეშველიანმა მოიგერია, მაგრამ, 89-ე წუთზე კიდევ ერთი ასეთი კონტრიერიში ზვიად სიხარულიას ზუსტი დარტყმით დასრულდა - 2:1. ,,სამგურალმა" ბოლომდე იბრძოლა, მსაჯის მიერ კომპენირებულ წუთებზე კარგი მომენტი ჰქონდა შეცვლაზე შესულ შალვა ბურჯანაძეს, მაგრამ ტურეს გადაცემის შემდეგ ახლოდან ძლიერად დარტყმა ვერ მოახერხა. სამგურალის მონდომებამ უკვალოდ არ ჩაიარა, კიდევ ერთმა ცვლილებაზე შესულმა ფეხბურთელმა ბექა ბანძელაძემ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, სადაც სერგო კუხიანიძემ დიდებულად ითამაშა, უძლიერესი დარტყმით ბოლნისელთა კარის ცხრიანს დაუმიზნა და ანგარიში გაათანაბრა.
    შეხვედრაც იქვე დასრულდა. სამგურალმა მნიშვნელოვანი ქულა გადაარჩინა. მართალია, წყალტუბოელები ჯერ სატურნირო ცხრილში იმ პოზიციებზე არ არიან, რასაც გეგმავენ, თუმცა წინ 15 ტურია და ,,სამგურალი" მდგომარეობის გამოსწორებას უახლოეს მატჩებში შეეცდება.

    სიონი 2:2 სამგურალი

    15.07.2020. ბოლნისი ,,თამაზ სტეფანია"
    ეროვნული ლიგა 2; ტური III
    გოლები: 1:0 უგულავა (18), 1:1 კუხიანიძე (73.პენ), 2:1 სიხარულია (89), 2:2 კუხიანიძე (90+5)
    სიონი: მუჯრიშვილი, უგრეხელიძე(78.გოგოლიძე), ტვილდიანი, თარხნიშვილი, სიხარულია, უგულავა, ლომაშვილი, ღირდალაძე (60.ვ.ისიანი), ბაბუნაძე, ჯანგიძე (73.თომაშვილი), საჯაია
    სათადარიგოები: ლ.ისიანი, უგრხელიძე, ჭაბუკიანი, ხეცურიანი, ნარიმანიძე
    მთ. მწვრთნელი: დავით ქოქიაშვილი
    სამგურალი: მეშველიანი, კიკაბიძე (83.ბანძელაძე), ქურდაძე, ასათიანი, თევზაძე (92.ბურჯანაძე), რაზმაძე, ფონიავა, ტურე, რაჟამაშვილი (55.კუჭუხიძე), ჩიხლაძე, კუხიანიძე
    სათადარიგოები: ბ.ქურდაძე, გაზდელიანი, ახვლედიანი, ხვადაგიანი
    მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
    მწვრთნელები: ბესიკ ხაჭიპერაძე, თამაზ სამხარაძე, გიორგი ნერგაძე
    გაფრთხილება: თარხნიშვილი (27), უგრეხელიძე (33), კუხიანიძე (80)скачать dle 11.3