სამგურალმა სეზონის განახლებამდე ოთხი ფეხბურთელი დაიმატა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა სეზონის განახლებამდე ოთხი ფეხბურთელი დაიმატა
  • სეზონის განახლებამდე ,,სამგურალმა" ოთხი ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ჩვენი გუნდის ახალწვეულები არიან: გიორგი თევზაძე, დავით რაჟამაშვილი, ლუკა ასათიანი და სამხრეთ აფრიკელი ლეგიონერი ჰოწო სეკელო მარერა. ოთხივე მათგანმა კლუბთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გააფორმა.
    სამგურალმა სეზონის განახლებამდე ოთხი ფეხბურთელი დაიმატა

    ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი ბექა ტუღუშმა და ბაქარ ლაღაძემ დატოვეს. საფეხბურთო კლუბი ,,სამგურალი" მადლობას უხდის მათ გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში.
    ახლა კი ახალწვეულების შესახებ

    გიორგი თევზაძე
    23 წლის მარცხენა მცველ გიორგი თევზაძეს ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. 14 წლის ასაკში თბილისის ,,საბურთალოში" ჩაირიცხა და იქ 4 სეზონი გაატარა. საბურთალოდან განათხოვრების წესით ნახევარი სეზონი ,,სამტრედიაში" გაატარა. 18 წლის ასაკში თბილისის ,,დინამოს" ფეხბურთელი გახდა და ქართული ფეხბურთის ფლაგმანში სამი სეზონის განმავლობაში (2016–2018წწ) ითამაშა. 2015–1016 წელს ,,დინამოსთან" ერთად გახდა საქართველოს ჩემპიონი, დავით ყიფიანის თასისა და საქართველოს სუპერთასის მფლობელი. შემდეგ კარიერა უცხოეთში, სლოვაკურ ,,ჟილინაში" გააგრძელა, საიდანაც 2019 წელს ,,საბურთალოში" დაბრუნდა. თბილისურ გუნდში ნახევარი სეზონი გაატარა, ბოლოს კი ,,რუსთავში" ასპარეზობდა. ნათამაშები აქვს ყველა ასაკობრივ ნაკრებში 14 წლიანებიდან დაწყებული, ახალგაზრდული ნაკრების ჩათვლით.

    დავით რაჟამაშვილი
    დავით რაჟამაშვილმა ფეხბურთის თამაში გორში დაიწყო. 31 წლის გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი სხვადასხვა წლებში თამაშობდა გორის ,,დილაში", ,,ზესტაფონში", ,,სამტრედიასა" და ბოლნისის ,,სიონში". არის ორგზის საქართველოს ჩემპიონი ,,ზესტაფონთან" (2011–2012 წლების სეზონში ) და ,,სამტრედიასთან" (2015–2016წწ) ერთად, საქართველოს სუპერთასის სამგზის გამარჯვებული ,,ზესტაფონისა" (2011–2012,2012–2013წწ.) და ,,სამტრედიის" (2016–2017წწ) რიგებში. გასულ სეზონში რაჟამაშვილი ჩოხატაურის ,,ბახმაროში" თამაშობდა.

    ლუკა ასათიანი
    21 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ასათიანი 35-ე სკოლის აღზრდილია და საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები წევრი იყო.
    17-წლამდელთა ნაკრებში თამაშის დროს შენიშნეს პოლონური „იაგელონიას“ სელექციონერებმა და 2016 წელს ამ ამ კლუბის რიგებში ჩაირიცხა.
    ამის შემდეგ იჯარით ითამაშა „სუვალკიში“ და „ზამბროვში“. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ირიცხებოდა ,,რუსთავის" რიგებში.

    ჰოწო სეკელო მარერა
    22 წლის სამხრეთ აფრიკელი ლეგიონერი ჰოწო სეკელო მარერა ამპლუით ცენტრალურმა მცველია. ფეხბურთის თამაში თავისი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ტიტულოვანი კლუბის ,,კაიზერ ჩიფსის" ასაკობრივ გუნდში დაიწყო. შემდეგ თამაშობდა ,,მამელოდი სანდაუნსში", ,,ფრი სთეით სტარში", ბოლოს კი ,,პრეტორიაში" ასპარეზობდა.
    ჰოწო მარერა: ,,საქართველოში საფეხბურთო აგენტის დახმარებით აღმოვჩნდი. მოხარული ვარ, რომ ,,სამგურალის" ფეხბურთელი გავხდი. მეგობრული და რაც მთავარია, კარგად შეკრული, ამბიციური გუნდია, მიზნად უმაღლეს ლიგაში გადასვლას ვისახავთ და იმედია, ჩვენი შრომითა და მონდომებით მიზანს მივაღწევთ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს ამოცანის გადაჭრაში დავეხმარო. ამპლუით ცენტრალური მცველი ვარ, მაგრამ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშის გამოცდილებაც მაქვს"
    скачать dle 11.3