სამგურალი–შუქურა 3:0
1:0 ფონიავა (10), 2:0 კუხიანიძე (44.პენ), 3:0 იოსელიანი (80.პენ)
ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში ,,სამგურალმა" მეორე ამხანაგური მატჩი ქობულეთის შუქურასთან გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
მე–10 წუთზე მასპინძლები პაპუნა ფონიავამ დააწინაურა. გოლის შემდეგ წყალტუბოელებმა ,,შუქურას" კართან არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, ტაიმის მიწურულს კუხიანიძის წაქცევისთვის პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად ,,დაზარალებულმა" გოლად აქცია 2:0.
მეორე ტაიმში სტუმრებს ანგარიშის შემცირების შანსი მიეცათ, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენეს. 80–ე წუთზე ბანძელაძის აქტიურობას ,,შუქურას" კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც გიგი იოსელიანმა აუღელვებლად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა –3:0
უჩა სოსიაშვილის გუნდმა ამით ამხანაგური შეხვედრები დაასრულა. 15 ივნისს ,,სამგურალი" ეროვნული ლიგა 2–ის მესამე ტურში სტუმრად ბოლნისის ,,სიონს" დაუპირისპირდება.
скачать dle 11.3