სამგურალმა ამხანაგურები დაიწყო და ფოთის კოლხეთი დაამარცხა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა ამხანაგურები დაიწყო და ფოთის კოლხეთი დაამარცხა
  • ,,სამგურალი" წყალტუბო 4:0 ,,კოლხეთი" ფოთი
    03.07.2020. წყალტუბო.

    გოლები: 1:0 კუხიანიძე (პენ.), 2:0 კუხიანიძე, 3:0 ქურდაძე, 4:0 იოსელიანი

    წყალტუბოს ,,სამგურალმა" საკუთარ მოედანზე ფოთის ,,კოლხეთთან" ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩი უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. წყალტუბოელებმა მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. მე–22 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში სერგო კუხიანიძემ გახსნა. მანვე ცოტა ხანში დუბლი შეასრულა. 43–ე წუთზე ლევან ქურდაძემ ,,მაკრატელა" დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა და პირველი ტაიმი ,,სამგურალმა" 3:0 მოიგო. მატჩის მეორე ნახევარში მწვრთნელებმა არაერთ ცვლილებას მიმართეს, უჩა სოსიაშვილმა ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცა შანსი, შეხვედრა მასპინძლების დომინირებით გაგრძელდა, საბოლოო ანგარიში კი მეორე ტაიმის ბოლოს გიგი იოსელიანმა საჯარიმო დარტყმით დააფიქსირა – 4:0

    მორიგ საკონტროლო მატჩს ,,სამგურალი" 6 ივლისს საკუთარ მოედანზე ქობულეთის ,,შუქურასთან" გამართავს. შეხვედრის დაწყება 18:00 საათზეა დაგეგმილი.
    სამგურალმა ამხანაგურები დაიწყო და ფოთის კოლხეთი დაამარცხა
    скачать dle 11.3