სამგურალმა რუსთავთან ფრით დაიწყო » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
14 მარტი, 15:00
სიონი
სამგურალი
წინა მატჩი
9 მარტი, 15:00
სამგურალი0
შუქურა1
ლიგა 2 - ცხრილი
სამგურალმა რუსთავთან ფრით დაიწყო
  • ეროვნული ლიგა 2–ის პირველ ტურში ,,სამგურალი" სტუმრად ,,რუსთავს" დაუპირისპირდა. რუსთავის ტექნიკურ ცენტრზე გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

    მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა. წყალტუბოელებმა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვეს ტერიტორიული უპირატესობა და რამდენიმე ძალზედ სახიფათო მომენტი შექმნეს. პირველად სერგო კუხიანიძე დაემუქრა რუსთაველთა კარს, წყალტუბოელთა ბომბარდირი ახლო მანძილიდან ურტყამდა კარში, მაგრამ ბურთი მცველს შეეხო და კარს ოდნავ ასცდა. ძალიან სახიფათო იყო თენგიზ ბრეგვაძის საჯარიმო დარტყმა, თუმცა ,,რუსთავი" გოლს ამჯერადაც გადაურჩა. შემდეგ კვლავ კუხიანიძეს მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, გრიგოლ დოლიძის ფლანგური გადაცემის შემდეგ იგი თავით ცდილობდა ბურთის კარში გადაგზავნას, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა. წყალტუბოელები უპირატესობა აშკარა იყო და რომ არა უიღბლობა პირველ ტაიმში დაწინაურდებოდნენ კიდეც, გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა თენგიზ ბრეგვაძეს, მისი დარტყმის შემდეგ რუსთაველები გოლისგან ძელმა იხსნა. რაც შეეხება მასპინძლებს ისინიც ცდილობდნენ სახიფათო შეტევების განხორციელებას, განსაკუთრებით ხარებაშვილი აქტიურობდა, პირველი მომენტი სწორედ მის კარგ თამაშს მოჰყვა, მისი დარტყმის შემდეგ ბექა ქურდაძემ ბურთი ვერ შეიმაგრა, თუმცა მეორე ცდაზე ხიფათი თავადვე განმუხტა. მატჩის პირველი ნახევარი ფრედ 0:0 დასრულდა.

    რუსთაველებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და თამაშის განახლებისთანავე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ შესანიშნავად ითამაშა ბექა ქურდაძემ, რომელმაც მასპინძელთა სახიფათო დარტყმა მოგერია. თამაში თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა, ქვემოქართლელებმა მეორე შანსი კარგად გამოიყენეს, 55–ე წუთზე ბექა გვარაძემ დიდებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ანგარიში გახსნა –1:0. წყალტუბოელებმა ათიოდე წუთში შეძლეს სტატუს – ქვოს აღდგენა, გრიგოლ დოლიძის გადაცემის შემდეგ ლაშა კუჭუხიძემ ანგარიში თავური დარტყმით გაათანაბრა 1:1

    კუჭუხიძეს მოგვიანებით დუბლის გაკეთებაც შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ გაჭირვებით მოიგერია, ბოლოს მას კიდევ ერთხელ მიეცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ ამჯერად თავური დარტყმა აღარ გამოუვიდა.

    რუსთაველებსაც ჰქონდათ ორიოდე სახიფათო შეტევა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდები ერთმანეთს ფრეზე გაეყარნენ.
    მეორე ტურის მატჩს ,,სამგურალი" 9 მარტს საკუთარ მოედანზე ქობულეთის ,,შუქურასთან" გამართავს.

    რუსთავი–სამგურალი 1:1
    02.03. რუსთავი – ტექნიკური ცენტრი
    გოლები: 1:0 გვარაძე (55), 1:1 კუჭუხიძე (65)
    რუსთავი: პროკოპენკო, სამხარაძე, ლობჯანიძე (71.კიტეიშვილი), გუჯაბიძე, ენდელაძე, გვარაძე, გოცაძე (90+3 ჭავჭანიძე), აფაქიძე, ტაბატაძე (76.მეტრეველი), დობროვოლსკი, ხარებაშვილი
    სათადარიგოები: ქარდავა, გოგილაშვილი, მუკბანიანი
    მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
    სამგურალი: ბ.ქურდაძე, ახვლედიანი, ლ. ქურდაძე, პატარკაციშვილი, გაზდელიანი, ფონიავა, რაზმაძე, დოლიძე (83.ბანძელაძე), ბრეგვაძე (53.ტურე), კუხიანიძე, კუჭუხიძე
    სათადარიგოები: მეშველიანი, ჩიხლაძე, ამბროლაძე, ლაღაძე, ბურჯანაძე, კიკაბიძე, ტუღუში
    მთავარი მწვრთნელი

    გაფრთხილება: დობროვოლსკი (26), კუხიანიძე (57), კიტეიშვილი (88)
    არბიტრი: არსენ ნონიკაშვილიскачать dle 10.5фильмы бесплатно