კუხიანიძის მორიგი დუბლი და დასანანი ფრე მოსკოველებთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
კუხიანიძის მორიგი დუბლი და დასანანი ფრე მოსკოველებთან
  • კაზანკა (მოსკოვი) 2️⃣:2️⃣ სამგურალი

    19.02. ბელეკი - ,,პაპილონი"
    გოლები: 0:1 კუხიანიძე (16), 1:1 პეტკოვი (23), 1:2 კუხიანიძე (68), 2:2 აგიევი (87)

    წყალტუბოს ,,სამგურალმა" თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი მოსკოვის ,,ლოკომოტივის" დუბლებს - ,,კაზანკას" დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
    წყალტუბოელების მხრიდან დუბლი სერგო კუხიანიძემ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ წყალტუბოელებმა თურქულ შეკრებაზე 5 გოლი გაიტანეს და ხუთივე კუხიანიძის ანგარიშზეა.

    რაც შეეხება მატჩის პერიპეტიებს, შეხვედრა წყალტუბოელების იერიშებით დაიწყო, ჩვენი ფეხბურთელები ბურთსაც აკონტროლებდნენ და სახიფათოდაც უტევდნენ. საწყის წუთებში კუხიანიძე ორჯერ დაემუქრა მეტოქის კარს, მოსკოველები გოლს გადაურჩნენ, მაგრამ წყალტუბოელთა ბომბარდირის მესამე მცდელობა შედეგიანი გამოდგა. მან თავადვე ,,მოპარა" ბურთი ნახევარმცველებს, სისწრაფე აკრიბა და მეკარესთან პირისპირ გასულმა მომენტი გოლით დააგვირგვინა -0:1
    წყალტუბოელები გატანილი გოლის შემდეგაც ფლობდნენ უპირატესობას, სახიფათოდ უტევდნენ მეტოქის კარს ბექა ბანძელაძე და ილია ახვლედიანი. თამაშის სცენარიდან გამომდინარე ,,კაზანკას" კარში გოლი კიდევ უნდა გასულიყო, მაგრამ პირიქით მოხდა, მოსკოველებმა თავიანთი პირველივე შანსი გამოიყენე... 23-ე წუთზე ნიკალაი პეტკოვმა საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა 1:1
    ტაიმის ბოლომდე კუხიანიძეს ორჯერ შეეძლო გუნდის დაწინაურება, ერთი მომანტი კი ლაშა კუჭუხიძეს ჰქონდა. ამ ეპიზოდებში დამაჯერებლად ითამაშა ,,კაზანკას" მეკარემ.
    მატჩის მეორე ნახევარში მეტოქემ თამაში შედარებით გამოასწორა. თუმცა, მატჩის განახლებისთანავე კარგი მომენტები ჰქონდა კუჭუხიძეს, შემდეგ ,,კაზანკამაც" შემოგვიტია, მაგრამ მათი ორი იერიში არაზუსტი დარტყმებით დასრულა.
    მცირეოდენი მღელვარების შემდეგ ,,სამგურალმა" კვლავ განაგრძო მეტოქის კარზე ზეწოლა და კუხიანიძემ თავური დარტყმით ,,სამგურალი" კვლავ წინ გაიყვანა -1:2
    მატჩის ბოლოსკენ წყალტუბოელებს დაღლა დაეტყოთ, მეტოქემ ორი კარგი შეტევა განახორციელა, პირველ ეპიზოდში გოლისგან ბექა ქურდაძემ გვიხსნა, თუმცა 87-ე წუთზე აგიევმა ჩვენს კარს ზუსტად დაუმიზნა და ანგარიში გათანაბრდა 2:2
    დარჩენილ დროში საინტერესო აღარაფერი მომხდარა და შეხვედრა ამავე ანგარიშით დასრულდა.

    სამგურალი: ბ.ქურდაძე, პატარკაციშვილი, ლ.ქურდაძე, ბანძელაძე, , ახვლედიანი, რაზმაძე, ტურე, დოლიძე, ბრეგვაძე, კუჭუხიძე, კუხიანიძე

    მეორე ტაიმში შევიდნენ: ჩიხლაძე, გაზდელიანი, ფონიავა,
    მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილიскачать dle 11.3