სამგურალი ირტიშს დაუზავდა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
14 მარტი, 15:00
სიონი
სამგურალი
წინა მატჩი
9 მარტი, 15:00
სამგურალი0
შუქურა1
ლიგა 2 - ცხრილი
სამგურალი ირტიშს დაუზავდა
  • ირტიში (ომსკი)1:1 სამგურალი (სამგურალი)

    გოლები: 0:1 სერგო კუხიანიძე (6), 1:1 ნიკიტა ჟუსტიევი (26)

    სამგურალი: ბ.ქურდაძე, პატარკაციშვილი, ლ.ქურდაძე, კიკაბიძე, გაზდელიანი, ახვლედიანი, ტურე, ფონიავა, ლაღაძე, ჩიხლაძე, კუხიანიძე
    შეცვლაზე შევიდნენ: მეშველიანი, ბურჯანაძე, ბრეგვაძე, რაზმაძე, ბანძელაძე, ტუღუში, დოლიძე, ამბროლაძე, იოსელიანი
    მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

    წყალტუბოს ,,სამგურალსა" და ომსკის ,,ირტიშს" შორის გამართული საკონტროლო შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. თუ პირველივე წუთზე ომსკელების მიერ შექმნილ მომენტს არ ჩავთლით, რომელიც ბექა ქურდაძემ განმუხტა, შეხვედრის პირველი ნახევარი მთლიანად ,,სამგურალის" კარნახით წარიმართა.
    მე–6 წუთზე ჩვენი გუნდი სერგო კუხიანიძემ დააწინაურა. წყალტუბოელები უპირატესობას ფლობდენენ და ანგარიშის გაზრდაც არაერთხელ შეეძლოთ.მიზანთან ახლოს იყვენ ბაქარ ლაღაძე, დემურ ჩიხლაძე და ორჯერ სერგო კუხიანიძე, ერთი ეპიზოდისას კი მცველმა აშკარად ხელით მოიგერია ბურთი და წყალტუბოელები სამართლიანად პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ ბელარუსმა არბიტრმა სხაგვარად განსაჯა. მომენტების განიავების შემდეგ 26–ე წუთზე დაცვაში უხეში შეცდომა დავუშვით და გოლი საკუთარ კარში მივიღეთ. პირველი ტაიმის ბოლომდე კვლავ ,,სამგურალი" ფლობდა უპირატესობას. წყალტუბოელებმა მატჩის მეორე ნახევარიც სახიფათო შეტევებით დაიწყეს, მეკარესთან ერთი–ერთზე გადიოდა თენგიზ ბრეგვაძე, მაგრამ ,,ირტიშის" კიპერმა სიტუაცია კარგად შეაფასა და კარი დროულად დატოვა. შემდეგ ჩიხლაძე ურტყამდა კარში სახიფათოდ, მაგრამ კვლავ მეკარემ ითამაშა დამაჯერებლად.
    ამის შემდეგ რუსებიც გააქტიურდნენ და რამდენიმე ხიფათი შექმნეს წყალტუბოელების კართან, კახაბერ მეშველიანმა ორჯერ იხსნა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან, მომენტები ,,ირტიშის" კართანაც შეიქმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. ,,სამგურალმა" თურქულ შეკრებაზე მე–3 საკონტროლო მატჩი ჩაატარა, საიდანაც თითო–თითო მოგება, ფრე და წაგება დაუგროვდა.
    მომდევნო სპარინგ მატჩს ჩვენი გუნდი 19 თებერვალს მოსკოვის ,,კაზანკას" წინააღმდეგ გამართავს.скачать dle 10.5фильмы бесплатно